„სამუშაო, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ვახორციელებთ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის, შუა დერეფნის, ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით, ეხმარება ქვეყენას, თავისი მომავალი დასავლეთს დაუკავშიროს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
აშშ-ის ელჩობის კანდიდატი რობინ დანიგენი ასევე აცხადებს, რომ აშშ— ის სურს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე აქტივობებს, მათ შორის რუსული დეზინფორმაციის ზეწოლას
„რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არღვევს გაეროს ქარტიის ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ქართველებმა ძალიან კარგად იციან ეს რუსული სახელმძღვანელოდანაა, რადგან 2008 წელს ნახეს, რომ ეს მოხდა მათ ქვეყანაში და ამას ყოველდღიურად განიცდიან, რადგან რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებული“ — განაცხადა დანიგენმა.