ახალი რობოტი,  რომელიც აღიქვამს ადამიანის წონასწორობის დაკარგას და ეხმარება მას

ახალი რობოტი, რომელიც აღიქვამს ადამიანის წონასწორობის დაკარგას და ეხმარება მას

access_time2022-09-11 10:00:46

ახალ რობოტს შეუძლია დაეხმაროს პაციენტებს, რომლებიც კარგავენ წონასწორობას, სანამ მიწაზე დაეცემიან. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათ გაყიდვას მომავალ წელს დაიწყებენ — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი აქვეყნებს.  


Mister Bah-ი ან მობილური რობოტის ბალანსის ასისტენტი - არის მოტორიზებული მანქანა, რომელიც აღჭურვილია სენსორებით.


მკვლევარები მიზნად ისახავენ ხანდაზმულ მოსახლეობას მიაწვდინონ აღნიშნული მოწყობილობა, რადგან დაცემა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მსოფლიოში.


CDC-ის მონაცემებით, აშშ-ში დაცემა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შორის დაზიანებებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია.


წამყვანმა მკვლევარმა Wei Tech Ang-მა განუცხადა Insider-ს, რომ მოწყობილობა ასევე დაეხმარება პაციენტების აქტიური ცხოვრების შენარჩუნებაში.



ბევრი პაციენტი, რომელსაც  დაცემის ეშინია, არ დადიან, უბრალოდ სხედან მთელი დღე, - განუცხადა Insider-ს წამყვანმა მკვლევარმა Wei Tech Ang-მა.


მანქანა მიჰყვება ხანდაზმულ პაციენტებს, როდესაც ისინი ყოველდღიურ დავალებებს ასრულებენ, დაწყებული ჯდომით და ფეხზე დგომით წყლის დაჭერამდე. როდესაც Mister Bah-ი  გრძნობს, რომ პაციენტი წონასწორობის კარგავს, ის ხელს უშლის მათ დაცემას.


პირველადმა კლინიკურმა კვლევებმა, აჩვენა, რომ რობოტი წარმატებით აფერხებდა ყოველ დაცემას. პაციენტებში შედიოდნენ ადამიანები ტვინისა და ზურგის ტვინის დაზიანებებით. 


ანგმა აღნიშნა, რომ მან დაიწყო რობოტის ასისტენტის იდეის შესწავლა მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ იმოქმედა წონასწორობის დაკარგვამ მის მოხუც დედაზე.


ახლა გუნდს სურს ცდების ჩატარება სხვადასხვა გარემოში.  მიზანია საავადმყოფოებისთვის მაღალტექნოლოგიური ვერსიის და პირადი სარგებლობისთვის სახლის ვერსიის მიწოდება, მაგრამ გუნდმა უნდა მოაგროვოს მილიონობით სახსრები, რომ ეს რეალობად იქცეს, იტყობინება Washington Post.


წყარო: insider.com

თეგები:
Business Insider



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up