როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი... - რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?

როცა მურუსიძე დამინიშნეს პირველ კაცად, ყველაფერზე ჩავიქნიე ხელი... - რას ამბობენ გურამ გირგვლიანი და თამაზ მოლაშვილი მათი შვილების საქმეების გამრჩევ და ახლა სანქცირებულ მოსამართლეზე?

access_time2023-04-22 15:00:02

სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცი­რე­ბუ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სო­ლი­და­რო­ბა­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ოთხი მოსამართლი­დან ერთ-ერთი ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი­სა და სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით გა­იც­ნო. თემაზე ambebi,ge — მ მასალა მოამზადა.


ამათ ჰგო­ნი­ათ, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ჩას­ვეს, ამით ვალი მო­ი­ხა­დეს და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ...


ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე 2006 წლი­დან უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლეა. მას, რო­გორც ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტის წევ­რს, 2007 წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რის შე­დე­გა­დაც სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს სას­ჯე­ლე­ბი შე­უმ­ცირ­დათ.


2011 წელს სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე “ენუ­ქი­ძე და გირ­გვლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ” გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ცალ­სა­ხა­დაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ის ბრალ­დე­ბა, რა­საც საზო­გა­დო­ე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უყე­ნებ­და ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.


ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ “გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტის გამო, რომ არც პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­სა­მარ­თლო­ე­ბი არ შე­ე­ცად­ნენ გა­ერ­კვი­ათ“ საქ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი გა­რე­მო­ე­ბა”. გარ­და ამი­სა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “სასამარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი მოქ­მე­დებ­დნენ… რათა ამ სა­ში­ნელ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო.“


სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს მო­სარ­ჩე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ 50 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

ambebi.ge სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მა­მას და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის სკან­დალ­ზე სა­კუ­თა­რი აზრი გაგ­ვი­ზი­ა­რა.


გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი, სან­დროს მამა:


მუ­რუ­სი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტით ჯერ კი­დევ 2015 წელს გა­მო­ვე­დი, როცა ის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ უნდა აერ­ჩი­ათ. გა­მო­ვე­დი და ვთქვი, რომ შეც­დო­მას უშ­ვებ­დნენ. ის ჩემს თვალ­ში პი­როვ­ნე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. მე­ო­რეა, რომ როცა საკი­თხი შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კას, მე სა­ქარ­თვე­ლოს და­ვა­ყე­ნებ­დი წინ. როცა მე ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი მუ­რუ­სი­ძის აღ­ზე­ვე­ბას, ესე­ნი რა­მეს ამ­ბობ­დნენ? თან ვინ წი­ვის და კი­ვის - თვი­თონ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი შემ­ქმნე­ლე­ბი არი­ან. ამათ კი­დევ გად­მო­ი­ბა­რეს მუ­რუ­სი­ძე და ვფიქ­რობ, ეს წმინ­დად პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია - ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და ეს მუ­რუ­სი­ძე-ჩინ­ჩა­ლა­ძე­ე­ბი.


მი­შამ თით­ქოს რომ მოს­პო კო­რუფ­ცია და­ბალ ფე­ნებ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ხელ­ში აიღო და თვი­თონ გახ­დნენ პირ­ვე­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლე­ბი. ვინ იყო ადე­იშ­ვი­ლი, გა­იხ­სე­ნეთ... მის ხელ­ში იყო თა­ვი­დან-ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფე­რი. ერთი მე­რა­ბიშ­ვი­ლი იყო ცალ­კე რგო­ლი. სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის უფრო მაღ­ლა დგას, ვიდ­რე ვი­ღაც მუ­რუ­სი­ძე და სხვე­ბი. ვინ თხო­უ­ლობს ამ კო­მი­სი­ას, ესაა მთა­ვა­რი, და­ფიქ­რდით. რა, მუ­რუ­სი­ძე და ჩინ­ჩა­ლა­ძე უნდა გა­მო­ი­ძა­ხონ და მას უნდა და­უს­ვან კი­თხვე­ბი? არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი დამ­სან­ქცი­რებ­ლებს ისე­თი რამ ჰქონ­დეთ ხელთ, არა­ვის აწყობ­დეს მათი გა­მომ­ზე­უ­რე­ბა.


როცა 2015 წელს ვყვი­რო­დით, მუ­რუ­სი­ძე არ და­ე­ნიშ­ნათ და მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჩემი მე­უღ­ლე თა­მარ მე­ფის ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა, იქ გან­ვა­ცხა­დე პირ­და­პირ - რა აზრი აქვს ამ ჯილ­დოს, თუ ხვალ-ზეგ მუ­რუ­სი­ძეს აირ­ჩევთ-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, არ მჯე­რა, რომ ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ადრე იყ­ვნენ ცუ­დე­ბი და ახლა ან­გე­ლო­ზე­ბი გახ­დნენ. არც ვიცი, კარ­გი რა გა­ა­კე­თეს, ან სა­ერ­თოდ რას აკე­თე­ბენ, თვალს არც ვა­დევ­ნებ, მაგ­რამ ასეთ ხალ­ხს იყე­ნე­ბენ ყო­ველ­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­ცი­ნე­ბა, მთლი­ა­ნო­ბა­შია სა­სა­ცი­ლო სი­ტუ­ა­ცია.


ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­პი­რე­ბით მო­ვი­და, სან­დროს, სულ­ხა­ნის და სხვე­ბის სა­ხე­ლით აპე­ლი­რებ­დნენ, დღე­საც, პირ­ველ რიგ­ში, სან­დრო და სხვა ბი­ჭე­ბი უნდა გა­იც­ნოს ყვე­ლამ. დღეს ისევ უსა­მარ­თლო­ბას ვხე­დავთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი შვი­ლე­ბიც იმ რე­ჟიმ­მა შე­ი­წი­რა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მად­ლო­ბე­ლე­ბი ალ­ბათ არც ისი­ნი არი­ან, თუმ­ცა შე­და­რე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი, მეტი არა­ფე­რი... არც ჩემ­თვის აღ­დგა სა­მარ­თა­ლი და არც მათ­თვის. ამათ ჰგო­ნი­ათ, რად­გან მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბი და ახა­ლა­ი­ე­ბი ჩას­ვეს, ამით ვალი მო­ი­ხა­დეს და სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა, არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ. რაც არ უნდა იყოს, სტრას­ბურ­გმა გა­ამ­ტყუ­ნა რე­ჟი­მი და სის­ტე­მა. კი ბა­ტო­ნო, და­ი­ჭი­რეს ვანო, მიშა, მაგ­რამ ვინც სან­დროს უშუ­ა­ლო მკვლე­ლია, ეს დღემ­დე არაა ცნო­ბი­ლი და დას­ჯი­ლი. ამის გა­მო­ძი­ე­ბა კარ­გად შე­ეძ­ლო დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გა­დაც იცი­ან, მაგ­რამ რა? მე ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ ვხე­დავ. დიდი ხა­ნია გული მაქვს აც­რუ­ე­ბუ­ლი, 2015 წლის შემ­დეგ, როცა მუ­რუ­სი­ძე და­მი­ნიშ­ნეს პირ­ველ კა­ცად, ყვე­ლა­ფერ­ზე ჩა­ვიქ­ნიე ხელი, აღარც ვუ­ყუ­რებ დღეს რაც ხდე­ბა, დი­ნე­ბას კი არ მივ­ყვე­ბი, ჩემ­თვის მივ­დი­ვარ და ჩემ­თვის ვცხოვ­რობ. აზრი მი­თხა­რით, თო­რემ კი. ჩემ­მა ცოლ­მა იმ­დე­ნი იბ­რძო­ლა, იმა­ზე მაქ­სი­მა­ლურს დღეს და ვერც მა­შინ ვე­რა­ვინ გა­ა­კე­თებ­და (რა თქმა უნდა, გვერ­დში მდგომ ხალ­ხთან ერ­თად). მან თა­ვი­სი გა­ა­კე­თა და მორ­ჩა! სან­დროს საქ­მემ გა­და­ი­ყო­ლა ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ირი­ნამ დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმა­ში, დღე­ვან­დე­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, უკე­თე­სი გვინ­დო­და, მაგ­რამ... ეს პო­ლი­ტი­კაა“.

მა­შინ იცით, რა თქვა მუ­რუ­სი­ძემ? - მე ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი და იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დიო...

2006 წელს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს სულ­ხან მო­ლაშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ლე­ვან მუ­რუ­სი­ძე მა­შინ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს იმ კო­ლე­გი­ის წევ­რი იყო, რო­მელ­მაც ეს საქ­მე გა­ნი­ხი­ლა. “მი­ჭირს გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­ზე სა­უ­ბა­რი… მე რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ვი­ღე, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად კა­ნო­ნი­ე­რი, ეფუძ­ნე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნი­სათ­ვის ყვე­ლა სტან­დარტს ეფუძ­ნე­ბო­და, რაც სა­ჭი­რო იყო”, - გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ამ საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა, ეს ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბა იყო და მხა­რეს ერთი წელი ჰქონ­და გა­სა­სა­ჩივ­რებ­ლად და უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ ეს საქ­მე თა­ვი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა­ში.

მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლომ სტრას­ბურ­გში კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლის, მათ შო­რის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფლე­ბის დარ­ღვე­ვა აღი­ა­რა და მხა­რეს 20 ათა­სი ევრო გა­და­უ­ხა­და. სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი 2016 წელს გარ­და­იც­ვა­ლა.

თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი, სულ­ხა­ნის მამა

ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში ვი­წე­ქი, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი მაქვს და მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვიცი 4 მო­სა­მარ­თლე რომ და­ა­სან­ქცი­რეს. ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: მუ­რუ­სი­ძეს აქვს ჩემი შვი­ლის საქ­მე გარ­ჩე­უ­ლი და რო­დე­საც სტრას­ბურ­გმა 4 პუნ­ქტით გა­ა­მარ­თლა სულ­ხა­ნი, მო­სა­მარ­თლე­ებს ვუ­თხა­რი, სტრას­ბურ­გმა თავ­ზე გა­და­გა­ხი­ათ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ხართ-მეთ­ქი. მა­შინ იცით, რა თქვა მუ­რუ­სი­ძემ? - მე ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი და იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დიო. ეს ჩემი ყუ­რით მაქვს მოს­მე­ნი­ლი. რა­საც მე იმას მა­შინ ვა­გი­ნებ­დი, ვინ იცის. ვამ­ბობ­დი, მუ­რუ­სი­ძის ტვი­ნი სჯობს სტრას­ბურ­გის 12 მო­სა­მარ­თლი­სას და მათ­ზე უკე­თე­სი მო­სა­მარ­თლეა მეთქი? თუ სტრას­ბურ­გი გვყავ­და მოქ­რთა­მუ­ლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­და­სა­ვით - ვი­ღა­ცე­ებს რომ ქრთა­მავს. სტრას­ბურ­გი აგი­ნებს ამ ჩვენს მო­სა­მარ­თლე­ებს და ეს მუ­რუ­სი­ძე კი­დევ იმას ამ­ბობს, სწო­რად მო­ვი­ქე­ცი და ახ­ლაც ასე მო­ვიქ­ცე­ო­დიო.


ვფიქ­რობ, გვი­ან მი­ხე­დეს და და­ა­სან­ქცი­რეს ეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, ეს ჯერ კი­დევ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. არც ამ ხელი­სუფ­ლე­ბას უნდა მი­ე­ღო ეგე­ნი, როცა მო­ვიდ­ნენ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად, მუ­რუ­სი­ძემ მა­შინ რომ ბევ­რი და­ა­შა­ვა, რა­ტომ და­ი­ტო­ვეს? ეს არ იყო ნორ­მა­ლუ­რი. თვი­თონ სა­ა­კაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი მო­სა­მარ­თლე გა­აგ­დო, როცა მო­ვი­და, ამა­თაც გა­ეწ­მინ­დათ სისტე­მა. პო­ლი­ტი­კა­ში ვერ ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ ახლა ესე­ნი ამ­ბო­ბენ, ამათ რომ რამე ვუ­თხრათ, სა­ხელ­მწი­ფო ჩა­მო­იშ­ლე­ბაო. წე­სით და კა­ნო­ნით, ამათ მა­შინ და­ა­შა­ვეს, როცა ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ტო­ვეს ან და­ნიშ­ნეს უვა­დოდ. იმას ხომ არ ვამ­ბობ, დახ­ვრი­ტონ, აწა­მონ და სხვა, კუ­თხე­ში მა­ინც და­ა­ყე­ნე დამ­ნა­შა­ვე. მა­გა­ლი­თად, როცა ცი­ხი­დან უშ­ვებ მე­რა­ბიშ­ვილს, ოქრუაშ­ვილს თუ სხვას, უნდა უთხრა, შენი სუსი არ ვნა­ხო პო­ლი­ტი­კა­ში, თო­რემ უკან შე­გაბ­რუ­ნებ­თო. ამათ კიდე, მიდი, ყვე­ლა გააჯე­ჯი­ლეს“.


ambebi.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up