„როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილ ქვეყნაში ყოველდღე 500 ახალი შემთხვევაა, ნიშნავს, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს“ - მამუკა ხაზარაძე

„როდესაც პანდემიის გამო ჩაკეტილ ქვეყნაში ყოველდღე 500 ახალი შემთხვევაა, ნიშნავს, რომ მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ აქვს“ - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-05 17:39:07

„დღეში კორონავირუსის 500 შემთხვევა დასტურდება, ხელისუფლება კი შესაბამისად არ რეაგირებს და პირიქით, გააქტიურდა. ეს ნიშნავს, რომ მათ არჩევნების მოახლოება აშინებთ და ხალხის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ“ - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საუბრობს. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



მამუკა ხაზარაძის თქმითვე, როდესაც რამდენიმე თვის წინ დღეში 15 შემთხვევაზე ქვეყანა ჩაკეტეს, დღეს 500 შემთხვევაზე რეაგირებას არ ახდენენ, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გავრცელების კერა, აჭარის სახით, ცნობილია.



„გაუგებარია, როცა გაზაფხულზე 15 შემთხვევა იყო და მთელი ქვეყანა ჩაკეტეს, დღეს 500 შემთხვევას გადააჭარბა და გავაქტიურდით. აჭარაში ფიქსირდება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და არანაირი ზომები არაა მიღებული ხელისუფლების მხრიდან, რაც კითხვას აჩენს. ეს ნიშნავს, რომ არაპროფესიონალები მართავენ ქვეყანას. ისინი ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ დაძლევენ პანდემიას. გაუგებრად მიმაჩნია, როდესაც კონკრეტული რეგიონიდან ყოველდღე გვაქვს 500 შემთხვევა, იცი გავრცელების კერა და არაფერს აკეთებ, ეს მხოლოდ ერთ რამეს შეიძლება დავუკავშიროთ - ხელისუფლებას ეშინია არჩევნებზე ადამიანების აქტიურობის, რადგან ხალხის აქტიურობა არის მათი საბოლოო დამარცხება,“ - აცხადებს ხაზარაძე.




„ლელოს“ დამფუძნებელმა მოახლოებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამომრჩეველს, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, პანდემია ვერ შეაშინებს. არჩევნები ყველა რეგულაციის დაცვით ხალხის სასარგებლოდ ჩატარდება.




„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ძალიან ორგანიზებულად. მინდა, მივმართო ამომრჩეველს: თითოეული ხმა გადამწყვეტია იმისთვის, რომ ქვეყნის ბედი შეიცვალოს უკეთესობისკენ. ვერ შეგვაშინებს პანდემია, დავიცავთ რეგულაციებს და ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ოცნებასთან და ამ ხელისუფლებასთან დამშვიდობების დღე. რადგან აუცილებელია მათთან დამშვიდობება და ახალი ძალის ამორჩევა, ეს ძალა არის „ლელო“. არ იფიქროს ვინმემ, რომ აქ ძალაუფლებაზეა საუბარი, დაფიქრდნენ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ასეთი ნაბიჯების გადადგმა და თქმა, რომ მოვდივარ ქვეყნის სამართავად. „ლელო“ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს,“- განაცხადა ხაზარაძემ.



NS






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up