როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში – სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს გავლით - NYT სტატიას აქვეყნებს

როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში – სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს გავლით - NYT სტატიას აქვეყნებს

access_time2023-01-14 17:43:49

როგორ აღწევს დასავლური საქონელი რუსეთში – სატვირთო მანქანების რიგი საქართველოს გავლით - The New York Times სტატიას აქვეყნებს, სადაც ავტორი წერს, რომ ბევრი რამ, რაც ახლა რუსეთს სჭირდება, დასავლური სანქციებით გვერდის გავლით, საქართველოდან სატვირთო მანქანებით აღწევს რუსეთამდე. რუსეთ-საქართველოს საზღვართან ყოველდღიურად სატვირთო მანქანების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს რიგში დგომა დღეების განმავლობაში უწევთ და თავიანთი მანქანებით ავტომობილის ნაწილები, სამრეწველო მასალები, ქიმიური პრეპარატები და სხვა საქონელი გადააქვთ რუსეთში. რიგი თურქეთიდან იწყება და რუსეთის ქალაქებში მთავრდება, სადაც დასავლურ საქონელზე დიდი მოთხოვნაა.

 


NYT-ი წერს, რომ უკრაინის ომმა და დასავლურმა სანქციებმა რუსეთსა და ევროპას შორის სავაჭრო კავშირები მოულოდნელად გაწყვიტა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკამ კორექტირება სწრაფად მოახერხა და იმპორტისთვის ალტერნატიული გზები იპოვა.

 

 

სტატიის ავტორი წერს, რომ საქართველო - 3,6 მილიონიანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელსაც რუსეთთან ომი 2008 წელს ჰქონდა, რუსეთის გარესამყაროსთან დამაკავშირებელ ლოგისტიკურ არხად ჩამოყალიბდა.

 

 

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები - სომხეთი და აზერბაიჯანი, რუსეთს უკრაინაში შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გადალახვაში ეხმარებიან.



 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დასავლურმა კომპანიამ რუსეთში თავისი საქმიანობა შეაჩერა, რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს მხოლოდ 3 %-ით შემცირდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზრდის პერსპექტივები ბუნდოვანია კოლაფსი, რომელიც ზოგიერთმა ეკონომისტმა იწინასწარმეტყველა, დასავლეთის სანქციების პირობებში, არ შედგა.

 

 

კავკასიაში, ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთ უკიდურეს ნაწილში, მდებარე საქართველო რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო რგოლი გახდა. ამის საილუსტრაციოდ NYT-ის ავტორს TBC Capital-ის კვლევა მოჰყავს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკის, TBC Capital-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში თურქეთსა და რუსეთს შორის ტვირთების ტრანზიტი სამჯერ გაიზარდა და მისი დიდი ნაწილი საქართველოს გზებზე გადიოდა.

 

 

როგორც NYT-ის სტატიაში ვკითხულობთ, შეუძლებელია იმის თქმა, რამდენად ექვემდებარება საქართველოდან გადასული ევროპული ტვირთი ევროკავშირის სანქციებს, მაგრამ საქართველოს მაგალითიდან გამომდინარე ევროკავშირის სანქციების პოტენციური ხარვეზები სახეზეა.

  


„საქართველოს მთავრობამ აღნიშნავს, რომ ისინი მკაცრად აღასრულებენ დასავლეთის სანქციებს და ხშირად გადაზიდვებს აუქმებენ, მაგრამ პარლამენტში მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთში საქონელი და ფული შეუფერხებლად მიედინება“, - წერს NYT-ი. 

 

 

NYT-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროს მკვლევარ მარია შაგინას ესაუბრა. შაგინას თქმით, საქართველო ახორციელებს დამაბალანსებელ რგოლს მის ოფიციალურ პროდასავლურ ორიენტაციასა და რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას შორის.

 


თეგები:
The New York Times



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up