როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას? - ევროპარლამენტის ანგარიში

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას? - ევროპარლამენტის ანგარიში

access_time2022-07-13 15:00:07

ვროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროპარლამენტარებმა განიხილეს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიშის პროექტი, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ევროპარლამენტის რეზოლუციას.


როგორც ანგარიშის ავტორმა, საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ესტონელმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) განაცხადა, ანგარიში დიდწილად ეყრდნობა ევროკომისიის შეფასებებს, რომლებიც მოჰყვა საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.


როგორც მიქსერმა აღნიშნა, რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მიესალმება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ამასთან, მიქსერის თქმით, იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ წარმატებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომელიც მითითებულია კომისიის მოსაზრებაში.


ევროპარლამენტარის განცხადებით, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლება, რომელიც კომისიის მოსაზრებაშია მითითებული და აჩვენოს ამბიციური ევროპული მისწრაფება.



„ანგარიშის პროექტში წუხილია გამოთქმული, რომ სიღრმისეული პოლარიზაცია კვლავ არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი. დოკუმენტი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ.


რეზოლუციაში წერია, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას ისევ ახასიათებს ღრმა პოლარიზაცია. აღნიშნულია, რომ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შესრულება კვლავ რჩება საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების გზად.


ამასთან, რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმის შესრულების აუცილებლობას. ის მოუწოდებს მთავრობას, უპასუხოს იმ ხარვეზებს, რომელიც დადგენილ იქნა ვენეციის კომისიის მიერ ყველა დონეზე მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, ასევე ეს ეხება გენერალური პროკურორის დანიშვნას იმისთვის, რომ პროცესი სრულ თავსებადობაში იყოს ევროპულ სტანდარტებთან.


რეზოლუცია ასევე მოუწოდებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმის გატარების აუცილებლობაზე და საბჭოს დარჩენილი წევრების დანიშვნაზე. ნაჩქარევი და არაგამჭვირვალე ნაბიჯები საკვანძო დანიშვნების ან ინსტიტუციური ცვლილებების დროს მხოლოდ აძლიერებს პოლიტიზებული მართლმსაჯულების სისტემის აღქმას. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების დანიშვნა ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების გასწორებამდე. რეზოლუცია იმეორებს, რომ სასამართლო რეფორმების პროცესში პროგრესის ნაკლებობა ნიშნავდა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს ტრანშის მისაღებად დაწესებული პირობები არ შესრულებულა.


რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეფექტურად გამოიძიოს 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილი მასობრივი უკანონო მოსმენების საქმე და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო, რაც ზრდის დანაშაულთა რაოდენობას, რომელზეც ნებადართულია ფარული საგამოძიებო ქმედებების ჩატარება და ამ მოქმედებების ხანგრძლივობა.


რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე დამოუკიდებელი ზედამხედველობის განხორციელება; ამ მხრივ, სინანულს გამოხატავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო ODIHR-ის რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ; ხაზს უსვამს საქართველოს სახალხო დამცველის დადებით როლს ადამიანის უფლებების დაცვაში, კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up