როგორ ეხმაურება რუსული მედია „რუსული კანონის“ მიღებას საქართველოში? აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში რუსული ინტერნეტ გვერდების მიმოხილვას ზურაბ მარაქველიძე გვთავაზობს.
„ბოლოს მაინც მაცდუნა მაცდურმა და რუსულ ინტერნეტ-მედიას გადავავლე თვალი:
1. РИА Новости:
მოაშორეთ ბორელი, თუ შეიძლება! ისევ მოძვრება თავისი ჭკუის დარიგებებით და აპრესინგებს საქართველოს მოქალაქეებს. ეს უკვე ყველა საზღვრებს სცილდება,_ გრიგორი კარასინი, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.
https://ria.ru/20230308/borrel-1856566851.html
2. Известия:
კანონის მიღება გამოიწვევს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და კანონპროექტის უკან გაწვევა იქნება მთავრობის სისუსტის დასტური... საქართველოს მთავრობამ მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი პოზიცია, მოახდინოს მოსახლეობის ინფორმირება კანონის არსის შესახებ და შეეცადოს დაეყრდნოს მშრომელთა ფართო მასებს._ ვლადიმერ შაპოვალოვი, რუსი პოლიტოლოგი
https://iz.ru/.../politolog-otcenil-shansy-priniatiia-v...
3. Вестник Кавказа:
რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს ქართულ კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ
https://vestikavkaza.ru/.../vlasti-rossii-podderzali...
ბლომადაა კიდევ, მაგრამ ნერვები აღარ შემრჩა და გავეშვი, სურათი ისედაც ნათელია: ამერიკა, ევროპა, გაერო(!) დაჟინებით მოითხოვს აგენტების კანონზე უარის თქმას, ოკუპანტ(!) რუსეთს კი მოსწონს აგენტების კანონი და ოკუპანტი(!) რუსეთი დაჟინებით მოუწოდებს დანარჩენ მსოფლიოს თავი შეიკავონ სუვერენულ საქართველოზე ზეწოლისაგან...“, წერს სოციალურ ქსელში ზურაბ მარაქველიძე.