როგორ გააჩერა

როგორ გააჩერა "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტი, საგამოძიებო კომისიის გამო

access_time2023-04-19 22:10:54

„ოცნება“, უკვე ორი დღეა, ღიად უშლის ხელს ოპოზიციის ინიციატივას - შეიქმნას საპარლამენტო კომისია სასამართლო სისტემაში შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად. ის, რასაც მმართველი პარტია მოსამართლეებისთვის „პოლიტიკურ სოლიდარობას“ ეძახის, ოპოზიციისთვის „სასამართლო კლანის“ მფარველობის მკაფიო გამოხატულებაა.

 

18-19 აპრილს, უმრავლესობის დეპუტატებმა უარი თქვეს რეგისტრაციაზე, რომელიც კენჭისყრის წინ გასავლელი სავალდებულო პროცედურაა. კვორუმი ვერ შედგა და სხდომაზე კენჭი ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყარეს და ვეღარც რიგში მდგომ კანონპროექტებს.

 

ექსპერტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლების ეს სვლა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და პარლამენტის საქმიანობასაც აზარალებს.

 

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ასე და რა შეიძლება გამოიწვიოს „ოცნების“ ბოიკოტმა?



„არ დავუშვებთ“, „არ შევაქმნევინებთ“


„ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას“, - „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ამ სიტყვებს, 19 აპრილს, სხდომათა დარბაზში სიცილი და ტაში მოჰყვა, მაგრამ არა მოულოდნელობის გამო - რეგისტრაცია „ოცნებამ“ არც 18 აპრილს გაიარა და წინასწარვე განაცხადა, რომ ოპოზიციის განზრახვას ნებისმიერი ხერხით შეუშლის ხელს.

 

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


„ნაცები“ სასამართლოზე საპარლამენტო კომისიას ქმნიან, ეს არის თანამედროვეობის პარადოქსი და ასეთ პარადოქსებს ჩვენ არ დავუშვებთ, იმიტომ ვართ ხელისუფლებაში“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.


„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ შედგეს, რადგან ძალიან მავნებლური ინიციატივაა. ძალიან სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გააჩინოს, როდესაც სასამართლო ხელისუფლების ავკარგიანობის შესახებ ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება გავაჩინოთ პარლამენტში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ.


„როგორც გამოჩნდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე გადაეფაროს სასამართლოს კლანს და დაიცვას სანქცირებული მოსამართლეები... კლანს აჩვენებენ - თქვენ ხელშეუხებლები ხართ, თქვენ ჩვენ გიცავთ“, - აცხადებს „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე.

 

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ამჯერად სწორედ „რეფორმების ჯგუფმა“ წამოაყენა, თუმცა მას მხარდაჭერა მალევე გამოუცხადა ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა და როგორც სამნიძე ამბობს, გროვდება საკითხის გასატანად საჭირო ხმების რაოდენობა. ხელისუფლების ქმედებებში სხვებიც "კლანის" მფარველობას ხედავენ.


ვრცლად იხილეთ  www.radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up