როგორ უნდა მოხდეს  ე.წ აგენტების რუსული კანონის საბოლოო „გაუვნებელყოფა“ - იურისტი ლევან ალაფიშვილი წესებსა და პროცედურული მანიპულაციების რისკებზე

როგორ უნდა მოხდეს ე.წ აგენტების რუსული კანონის საბოლოო „გაუვნებელყოფა“ - იურისტი ლევან ალაფიშვილი წესებსა და პროცედურული მანიპულაციების რისკებზე

access_time2023-03-10 11:25:28

პროტესტის ფონზე გაცემული დაპირებისამებრ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ე.წ აგენტების კანონპროექტის ჩაგდება გეგმავს. რა პროცედურების შედეგად უნდა მოხდეს კანონპროექტის საბოლოო „გაუვნებელყოფა“. აღნიშნული წესების და პროცედურების თანმიმდევრობაზე „კომერსანტის“ ეთერში იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ისაუბრა.

 

 

 

„ძალიან კარგია, რომ პროტესტის ფონზე შინაარსზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთდა, ვიდრე პროცედურებზე. უმრავლესობის მხრიდან პლენარული სხდომის თარიღად თავიდან 21 მარტი დასახელდა, მაგრამ დღეს უკვე ვიცით, რომ ეს საკითხი არსებითად დღეს გადაწყდება. დღეს პარლამენტის მთავარი ორგანიზაციული უზრუნველმყოფი ფორმატი - ბიურო დაამტკიცებს დღის წესრიგს  პლენარულის სხდომისთვის. პლენარული სხდომა ამ დღის წესრიგით წარმართავს საქმიანობას და დადგება საკითხი კენჭისყრაზე. იმედი მაქვს, რომ დარჩენილ  პროცედურულ მანიპულაციებს ადგილი არ ექნება. ეს მანიპულაციებია, რომ პარლამენტის სხდომაზე არ მივიდნენ, რეგისტრაცია არ გაიარონ... იმედი მაქვს ყველა წესი იქნება გავლილი იმისთვის, რომ არ დარჩეს რაიმე თუნდაც მცირედი, რომელიც რევიზიის და უკან დაბრუნების საშუალებას მისცემს და ოდესმე ვინმეს თავში აზრად მოუვა რუსული კანონების და რუსული სტანდარტების საქართველოს სამართლებრივ სივრცეში შემოტანა,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

 

იურისტის თქმით, აღნიშნული პროცესები წესით დროში არ უნდა გაიწელოს და დღის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

 


„დაახლოებით პირველი საათისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს შედეგი, იმ იმედით რომ სხვა მანიპულაციები არ იქნება გამოყენებული. ასეთი ტიპის კანონპროექტები დამსწრეთა უმრავლესობით მიიღება, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის 1/3-ით, 50-ზე ნაკლები ხმა უკვე ნიშნავს ჩაგდებას. მაქსიმალური კვორუმიდან თუ ვიანგარიშებთ 139 დეპუტატია ასეთი და თუკი ყველა დაესწრება სხდომას 68 არის ზედა ზღვარი, ამაზე მეტი თუ მისცემს ხმას კანონპროექტი მიღებულად ითვლება. არც სხდომის გახსნის და არც გადაწყვეტილების კვორუმთან დაკავშირებით ოპოზიციის ხმებს არსებითად საკითხის შეცვლა არ შეუძლია, სამართლებრივი მხრივ მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა განუზომლად დიდია მათი მონაწილეობა პოლიტიკური თვალსაზრისით,“- აღნიშნა ალაფიშვილმა.

 

შესაძლებელია თუ არა ამ საკითხის უკან დაბრუნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, არსებობს თუ არა ამის შემზღუდავი საშუალებები.

 

„ეს ის საკითხია, რომლის გადაზღვევაც შეუძლებელია. თუკი ამაზე დავიწყებთ მსჯელობას ეს ნიშნავს, რომ დეპუტატს შეუზღუდო საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. როგორ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ეს კონსტიტუციური უფლება არ განახორციელოს არასდროს. გაცოცხლების შემთხვევაში მისი განხილვების პროცედურები სულ თავიდან იწყება და არა მგონია ვინმეს ეყოს იმის პოლიტიკური რესურსი, ლეგიტიმაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ რაც 3 დღის განმავლობაში მიდიოდა, კვლავ დააპიროს და აზრად გაივლოს ხელახლა ამ პროცესის შებრუნება. უფრო გაბრაზებული ახალგაზრდები ამას აღარ აპატიებენ,“- აცხადებს იურისტი.

 

რაც შეეხება უმრავლესობის მიერ დაანონსებულ რეგიონში გასვლას და მოსახლეობისთვის კანონპროექტის სიკარგეებზე საუბარს. ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ პიარ-სვლაა:

 

„ეს არის პიარ-სვლა საკუთარი სახის შესანარჩუბლად. რეგიონებში თბილისზე არანაკლები პროტესტი იყო და იქ არანაკლებ მძიმე კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა და იქით არ გადაარწმუნონ,“- აღნიშნა ალაფიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up