რომან გოცირიძე - კახა კალაძე დაშაქრული ენით გამოდიოდა და ახლა ქოფაკივით გამოვარდა - დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, ორი გოლი რომ გაუშვა

რომან გოცირიძე - კახა კალაძე დაშაქრული ენით გამოდიოდა და ახლა ქოფაკივით გამოვარდა - დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, ორი გოლი რომ გაუშვა

access_time2021-10-19 20:04:04

ვის შეიძლება მოეწონოს კახა კალაძის ჟესტიკულაცია და გაფითრებული სახე - დაახლოებით ისეთი სახე ჰქონდა, ორი გოლი რომ გაუშვა იმ დღეს სტადიონზე, ის კახა კალაძე გამახსენდა,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, კახა კალაძეს არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემდეგ, შოკში ჩავარდნილი ადამიანის სახე ექნება.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, კახა კალაძე იმას ამბობს, რასაც ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს.

„შოკში ჩავარდნილი ადამიანის სახე ჰქონდა, ზუსტად ასეთი სახე ექნება ახლა არჩევნების მერე. როგორ შეიძლება იკადრო, ერთი დღე გამოდიოდე და სიმშვიდისკენ მოუწოდებდე, მოდით, მეგობრებო მშვიდობიანად ვიცხოვროთო... ბავშვობაში „კატა ლეოპოლდის“ მულტფილმი იყო, აწვალებდნენ ძაღლს და მოუწოდებდა, მოდით მეგობრულად ვიცხოვროთო. თვითონ კალაძე სამი დღის წინ ასე გამოდიოდა და ახლა ქოფაკივით გამოვარდა, რასაც ივანიშვილი უბრძანებს, იმას ლაპარაკობს“,-განაცხადა გოცირიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე არა ემოციურად, არამედ „ქაჯურად საუბრობდა“.


„დამტკბარი, დაშაქრული ენით გამოდიოდა კახა კალაძე ორი დღის წინ და დღეს შეხედეთ რას ჰგავს, ფრანკენშტეინი რომ გინახავთ კინოში დაახლოებით, თვალები გადმოკარკლული - „ძირს ნაცები“, „დავამთავროთ „ნაცებიო“, ისევ აღდგა პლაკატები, ისევ საშინელ ტერმინებს იყენებენ. ემოციურად კი არა, ქაჯურად საუბრობდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისი შეფასებით, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერები პანიკაში არიან.

„პანიკაში არიან, სრული ისტერია ემართებათ ლიდერებს და მათი განცხადებებიც ამას მოწმობს. საშინელი ტექსტებით გამოდიან. შიდა კვლევა ჩაატარეს და იციან, რომ თითქმის ყველგან აგებენ. ამიტომ პანიკა და შიში მათ რეალურ საფრთხეს უქმნით. სწორედ ამიტომ დაიწყეს მათ ტოტალური მობილიზება, სურთ ყველა პროპაგანდისტული რესურსი გადაისროლონ მთავარ ფრონტზე, მაგრამ ეს ვერ უშველით“, - განაცხადა გოცირიძემ.

რაც შეეხება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შესაძლო შერიგების საკითხს, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანია სწორედ შერიგებასა და სიმშვიდეზეა ორიენტირებული.

„შერიგების შინაარსი არის ის, რომ მტყუანია თუ დამნაშავე ესა თუ ის ადამიანი, ამას სამართლიანი სასამართლო განსჯის. არ იქნება პოლიტიკურად მართული სასამართლო და ის სასამართლო გამოიტანს ვერდიქტს. ეს ვერდიქტი იქნება სანდო. არ იქნება პოლიტიკური პოლიცია, გაუქმდება სუს-ი, ძალაუფლება გადანაწილებული იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის. საბოლოოდ, მტყუანსა და მართალს განსჯის ობიექტური, მათ შორის საერთაშორისო დახმარებით შექმნილი სასამართლო. იმის გამო, რომ დავივიწყოთ ყველაფერი, ყველას ყველაფერი ეპატიოს და ამ 9 წლის განმავლობაში რაც ძარცვეს, ის შერჩეთ, ასე არ არის. არ იქნება ამა თუ იმ ადამიანის დევნა პოლიტიკური ნიშნით და არა ის, რომ დამნაშავეები არ დაისჯებიან“, - განაცხადა გოცირიძემ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up