რომან გოცირიძე - პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის

რომან გოცირიძე - პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის

access_time2020-02-05 14:00:52

პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობიან ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რათა ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება განიმუხტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.



როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ოპოზიციის პროტესტი გრძელდება ყველგან, როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში.




„ახლა პარლამენტში შემოვედი, რათა მოვინახულო ეს დარბაზი, რომელიც არის კურდღლების თავშესაფარი. 14:00 საათზე იწყება სხდომა, მოვიდნენ დილის ცხრაზე, შეიყუჟნენ და აკეთებენ უმრავლესობის სხდომის იმიტაციას. ეს უმრავლესობის სხდომა კი არ არის, ეს არის პარლამენტში შემოპარვის ეშმაკური ხერხი, რომ სირცხვილის კორიდორში არ გაევლოთ. სირცხვილის კორიდორი მაგათთვის არის ყოველდღიური, ოჯახშიც გადიან ამას, მეგობრებშიც, სანათესაოშიც, ქუჩაშიც რომ დადიან, ესეც სირცხვილის კორიდორია. სირცხვილის კორიდორი არის მათი სიმბოლური შეურაცხყოფა, ვინაიდან მოატყუეს ხალხი. დღეს ამ ჩაკეტილ დარბაზში მათი ყოფნა ნიშნავს, რომ გარეთ არ გამოესვლელებათ. როდემდე იქნებიან ჩაკეტილები, ყოველდღე ვივლით აქ, ყოველდღე იქნება ზეწოლა, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ზეწოლა. ვერ გაუძლებენ ამას, იძულებული იქნებიან, შეასრულონ ხალხის მოთხოვნა, შეასრულონ დანაპირები, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მივა ჩამონგრეული. ნებისმიერ შემთხვევაში, პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობიან ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რათა ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება განიმუხტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ. ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა კონგრესში, ევროპის სახალხო პარტიაში, ბლუმბერგის სტატია, სადაც საქართველო მოხსენიებულია ავტორიტარულ სახელმწიფოდ და მისი ფაქტობრივი მმართველი მოხსენიებულია ჩრდილოვან მმართველად, ყველაფერი ეს ქვეყანას უკარგავს საერთაშორისო, მათ შორის, ეკონომიკური მიზიდულობას. ეს მძიმედ აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები და არჩევნებამდე მივიდეთ მშვიდად და კონკურენტულ გარემოში. არ უნდა ხელისუფლებას? მიიღებს უარესს და არჩევნებში სერიოზულ კრახს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.



1tv.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up