რა გავლენას მოახდენს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე სანქციები, რომელიც აშშ-მ 4 ქართველ მოსამართლეს დაუწესა. ამ საკითხთან დაკავშირებით ტვ პირველის ეთერში ბიზნეს-კონსულტანტმა ლევან კობერიძემ ისაუბრა, რომელმაც 2019 წელს „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ სასამართლოში არსებული პრობლემებისა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის გამო დატოვა.
„ეს თემა არ უნდა გაატაროს საქართველოს არც ერთმა მოქალაქემ. ესაა თემა, რომელზეც ქვეყნის სტაბილურობა დგას.
რატომ ეს ადამიანები? იმიტომ რომ ესენი არ არიან უშუალოდ ის მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს იხილავენ. ისინი არიან ადმინისტრაციულ სტრუქტურაში დასაქმებულები. მათ ბრალად ედებათ სასამართლო სისტემის კორუფციაში შეთრევა. დღეს სასამართლო სისტემა ირაკლი კობახიძის მეთაურობით არის პოლიტიკაში ჩართული. სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ის, რაც საქართველოს პარლამენტს უნდა გაეკეთებინა.
რომელი უცხოელი ინვესტორი შემოვა, როდესაც დასანქცირებული მოსამართლეები გყავს? პოლიტიკური პროცესები სასამართლოსთან არის პირდაპირ კავშირში. რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ესაა 2024 წელს ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა. ახალი რეფორმა იუსტიციის უმართლესი საბჭოს დაშლით უნდა დაიწყოს, რომ ადამიანები, რომლებიც შვა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა და გამოზარდა „ქართლმა ოცნებამ“, გაიწიონ უკან,“— აცხადებს ლევან კობერიძე.