ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი პროპაგანდის შედეგად მიიჩნევს რომის პაპის განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ყველაზე სასტიკი ჩეჩნები არიან.
კადიროვი ტელეგრამზე წერს, რომ ჩეჩენ მებრძოლებს შორის „არც ერთი არ არის ალკოჰოლიკი ან ნარკომანი, თითოეული ღრმად რელიგიურია და იცის, რომ ომში არ უნდა დაივიწყოს ღირსება და მტრის მიმართაც კი პატივისცემა. კადიროვს აინტერესებს, როგორ შეიძლება თვალით გაარჩიო რუსეთის სამხედრო მოსამსახურის ეროვნება, როცა ქვეყანაში 190-ზე მეტი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს.
შესაბამისად, კადიროვი დაასკვნის, რომ რომის პაპი ფრანცისკე „უბრალოდ გახდა პროპაგანდის და უცხოური მასმედიის დაჟინებულობის მსხვერპლი“.