რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს.
„კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს [უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს] რაც შეიძლება მალე. ეს არის მორალურად და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება, ასევე უსაფრთხოების კუთხით სწორი გადაწყვეტილება. ვეცდებით, მოვძებნოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება განხორციელებადი და მდგრადი“, - განაცხადა იოჰანისმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა უნდა ისარგებლონ ოპტიმალური ჩარჩოებით ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული რეფორმების პროცესების განსახორციელებლად და უნიტარული მიდგომით, რომელიც ეფუძნება დამსახურებასა და რეფორმებში მიღწეულ პროგრესს.