ვულოცავთ საქართველოს ახალი საარჩევნო სისტემის ფარგლებში კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„უნდა გატარდეს ზომები იმისთვის, რომ მოხდეს თავისუფალი და სამართლიანი მეორე ტურის უზრუნველყოფა დემოკრატიის სტანდარტებთან შესაბამისობაში. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას“,- აღნიშნულია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
1tv.ge