რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად რუსეთის და უკრაინის 8544 მოქალაქემ მიმართა. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ სადეპუტატო შეკითხვით მიმართა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგვაძეს და სთხოვა მიეწოდებინა ინფორმაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე (8 თებერვლამდე წერილის გაგზავნის თარიღი) რამდენმა რუსეთის და უკრაინის მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის მიღება და რამდენი მათგანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
როგორც იუსტიციის სამინისტროდან დეპუტატისთვის გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა, მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობაზე 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 13 თებერვლამდე რუსეთის ფედერაციის 8333 მოქალაქემ ითხოვა. საიდანაც 2022 წელს მოთხოვნა 7860 მოქალაქემ გააკეთა, ხოლო 2023 წლის იანვარ-თებერვალში (13 თებერვალი) რუსეთის 473 მოქალაქემ მოითხოვა.
ხოლო რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს მოთხოვნა მოთხოვნა საერთო ჯამში 211 უკრაინელის მხრიდან გაკეთდა.