რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე დღის დილა - ლომაიას მიმოხილვა

რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე დღის დილა - ლომაიას მიმოხილვა

access_time2022-02-27 10:11:24

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, კახა ლომაია, სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე დღეს (დილა) აჯამებს. კომერსანტი მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"როგორც ჩანს, უკრაინამ მოიგერია აგრესორის წუხანდელი შეტევები. სანამ დეტალებს შევაგროვებდე, თვალი გადავავლოთ რუსეთზე დაწესებულ დასავლურ სანქციებს. სანქციები შეეხო პოლიტიკას, ეკონომიკას, ბიზნესს, ფინანსებს, საინფორმაციო საშუალებებს, ხელოვნებას და სპორტს.
ეკონომიკა
1. გერმანიამ შეაჩერა გაზპრომის 11 მილიარდდოლარიანი პროექტი ნორდსტრიმ-2-ის სერტიფიცირება.
2. ევროკავშირმა შეწყვიტა ყველა რუსული ავიაკომპანიისთვის მიქირავებული ავიალაინერების ლიზინგი და 28 მარტამდე მოითხოვა ავიალაინერების დაბრუნება. საუბარია რუსული კომპანიების ფლოტის დაახლოებით 50%-ზე.
3. ყველა რუსულ ავიაკომპანიას აეკრძალა ფრენა ევროკავშირის საჰაერო სივრცეში.
4. ინტელმა და ARD-მა შეწყვიტეს რუსეთისტვის ინუდსტრიული პროცესორების მიწოდება, აშშ-ს მიერ დაწესებული საექსპორტო აკრძალვების ფარგლებში.
ფინანსები
1. ყადაღა დაედო რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებს ევროკავშირსა და აშშ-ში.
2. ყადაღა დაედო ექვსი უმსხვილესი რუსულ ბანკის, მათ შორის ვნეშეკონომბანკის, გაზპრომბანკის, ალფა-ბანკის და ვითიბის-ს აქტივებს აშშ-ში და ევროკავშირში.
3. სანქცირებულ ბანკებს აეკრძალათ ოპერაციები დოლარებში, ევროში, გირვანქა სტერლინგსა და იენაში.
4. გლობალური საბანკო გადარიცხვების სისტემა SWIFT-მა შეწყიტა სანქცირებული რუსული ბანკების მომსახურება.
5. მასტერ-კარდმა და ვიზამ შეწყვიტეს სანქცირებული რუსული ბანკების ბარათების მომსახურება რუსეთის საზღვრებს გარეთ.
6. ყადაღა დაედო რუსი ოლიგარქების აქტივებს დიდ ბრიტანეთში. რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩელსის მფლობელობაზე.
7. შეიქმნა ტრანსატლანტიკური მიზნობრივი ჯგუფი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, გერმანია და იტალია), რომელიც
მოიძიებს და დააყადაღებს რუსული პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის დაფარულ ანგარიშებს.
8. უმსხვილესი რუსული ბანკ სბერბანკის ანგარიშებს აშშ-ში ყადაღა დაედო.
1. დაყადაღდა პუტინის და ლავროვის აქტივები აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.
2. რუსეთის პარლამენტის ყველა წევრს აეკრძალა ევროკავშირის სახელმწიფოებში შესვლა. ევროკავშირსი შესვლა ასევე აეკრძალა საგარეო სამეთა სამინისტროს პრეს-მდივანს ზახაროვას.
ინფორმაცია
1. გერმანიამ აკრძალა რაშა თუდეის მაუწყებლობა თავის ტერიტორიაზე.
2. ფეისბუკმა და იუთუბმა რუსულ სამთავრობო მედიას, მათ შორის, რაშა თუდეის, აუკრძალეს რეკლამის მეშვეობით შემოსავლების მიღება.
3. ინსტაგრამმა დაბლოკა კადიროვის ანგარიში.
4. იუთუბმა დაბლოკა რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული არხი.
5. ევროკავშირში და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტებს სოლოვიოვს და სიმონიანს.
ხელოვნება
1. ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლმა აუკრძალა რუს მუსიკოსებს გერგიევსა და მაცუევს კონცერტების ჩატარება.
2. მიუნხენის ბურგომისტრმა გერგიევს, რომელიც ამ ქალაქის ორკესტრის მთავარი დირიჟორია, მოსთხოვა 28 თებერვლამდე საჯაროდ გაემიჯნოს პუტინს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გერგიევს კონტრაქტს შეუწყვეტენ. ეს ის გერგიევია, ცხინვალში კონცერტი რომ ჩაატარა.
2. ევროვიზიამ რუსეთს კონკურსში მონაწილეობა აუკრძალა.
სპორტი
1. უეფამ ჩემპიონთა თასის ფინალი პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანა.
2. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა ყველა სპორტულ ფედერაციას რუსეთში დაგეგმილი ყველა ღონისძიების გაუქმება.
3. ფორმულა-1-მა გააუქმა რუსეთის რბოლა.
4. პოლონეთის და შვედეთის ნაკრებებმა უარი თქვეს რუსებთან თამაშზე.
5. რაგბის ევროპის კავშირმა რუსეთის ნაკრებს აუკრძალა მატჩების რუსეთში ჩატარება.
6. ფრენბურთის ევროპულმა ფედერაციამ გააუქმა რუსეთში ჩასატარებელი ტურნირი", - >წერს ლომაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up