რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებენ დონბასის, ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების მცხოვრებლები, - განაცხადა ოთხშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. აღნიშნულია შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო RIA ავრცელებს.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ გადაწყვეტილებას მათი მომავლის შესახებ, რომელსაც დონეცკის და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთა უმრავლესობა მიიღებს“, - თქვა პუტინმა მიმართვაში.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 19 სექტემბერს DPR-ისა და LPR-ის საზოგადოებრივმა პალატებმა მიმართეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სეპარატისტ ხელმძღვანელებს დენის პუშილინს და ლეონიდ პასეჩნიკს რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების ინიციატივით. მეორე დღეს DPR-ისა და LPR-ის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რეფერენდუმი ჩატარდება 23-დან 27 სექტემბრამდე.
ასევე 20 სექტემბერს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების რუსეთის მიერ კონტროლირებადმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების გეგმები იმავე თარიღებში. როგორც რეგიონების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „რუსეთთან შეერთება მათ ტერიტორიებს დაიცავს და ისტორიულ სამართლიანობას აღადგენს“.