რუსეთი უკრაინასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ RBC-Ukraine რუსულ სააგენტო RIA-ზე დაყრდნობით იუწყება.
„ჩვენ ამ საკითხს სხვადასხვა უწყებებთან განვიხილავთ. აქ უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორების მთელი სპექტრი, მათ შორის ჰუმანიტარული. ჩვენ არ გვინდა გავართულოთ უკრაინის იმ მოქალაქეების ცხოვრება, რომლებსაც სურთ ქვეყნიდან, ან ომის ზონის დატოვება და რუსეთში გამგზავრება“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამიტომ დავაკვირედბით და გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი სარკისებურად არ უნდა მოხდეს. საკითხავი დგას ასე, სარკისებურად ვუპასუხოთ თუ არა. გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაწყვიტა. ომის გამო უკრაინა რუსეთის და უკრაინა ბელარუსიის საზღვარზე საგუშაგოები არ მუშაობს.
გარდა ამისა, უკრაინამ 1 ივლისიდან რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი შემოიღო.