რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ხუთშაბათს, 24 თებერვალს დილით უკრაინის ტერიტორიის მასირებული დაბომბვა განახორციელეს. მათი სამიზნეები იყო დონეცკის, ზაპოროჟიის, ლუგანსკის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირისა და კიევის ოლქები.
ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს.
„მელიტოპოლისა და სოფ. ოზერნოეს აეროპორტებში თითო თვითმფრინავია აფეთქებული. დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მუდმივად შემოდის“, – განაცხადა გერაშჩენკომ.
მანამდე, ხუთშაბათს, 24 თებერვალს დილით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. როგორც მან თქვა, ოპერაციის მიზანია უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია, ასევე სასამართლოს წინაშე წარდგენა იმ ადამიანების, ვინც მრავალრიცხოვანი სისხლიანი დანაშაული ჩაიდინა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.