პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეზღუდვაზე ალაპარაკდა

პუტინი უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეზღუდვაზე ალაპარაკდა

access_time2022-09-07 10:44:17

„შესაძლოა, მიზანშეწონილია მარცვლეულის გატანის შეზღუდვა უკრაინიდან, გავივლი ამაზე კონსულტაციებს ერდოღანთან“, - ციტირებს რუსეთის პრეზიდენტს RIA-ს Telegram არხი. თუმცა მანამდე რუსულ მედიაში გაჩნდა დაუდასტურებელი ინფორმაციები, რომ რუსეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს შეაჩერებს, მიზეზად კი რუსული ხორბლის რეალიზაციის პრობლემები იყო დასახელებული.


„პუტინი უკრაინული მარცვლეულის მიწოდებაზე დასავლეთისთვის მოშიმშილე ქვეყნების ნაცვლად: შესაძლოა, მიზანშეწონილია მარცვლეულის გატანის შეზღუდვა უკრაინიდან, გავივლი ამაზე კონსულტაციებს ერდოღანთან“- აღნიშნულია ელვა შეტყობინებაში რასაც Telegram არხი ავრცელებს.


„მიუხედავად უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების სირთულეებისა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი მომხდარიყო. მე შევხვდი აფრიკის კავშირის, აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებს და დავპირდი მათ, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მათი ინტერესები და ხელი შეგვეწყო უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ჩვენ ეს ინსტრუქციის გარეშე გავაკეთეთ“, - განაცხადა პუტინმა მე-7 აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.



მისი თქმით, შედეგად, უკრაინიდან ექსპორტირებული მთელი მარცვლეული იგზავნება არა განვითარებად ქვეყნებში, არამედ ევროკავშირში.

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინული პორტები დაბლოკილი იყო და ქვეყანა სასურსათო პროდუქტების და მათ შორის მარცვლეულის ექსპორტს ვერ ახერხებდა. ამან კი მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშ დააყენა, რადგანაც უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში. შედეგად ხორბლის და ზოგადად სურსათის ფასებმა მსოფლიოს ბაზარზე ზრდა დაიწყო.


სიტუაციის რეგულირებისთვის რამდენიმე ოთხმრივი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ კი „მარცვლეულის დერეფანზე ოთხმრივი შეთანხმება შედგა. რომ „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმებას ხელი 22 ივლისს სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის თანდასწრებით მოეწერა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თურქეთის, უკრაინის, რუსეთის და გაეროს წარმომადგენლებმა.


დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ კი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა ეტაპობრივად დაიწყო და ბოსფორის გავლით ის მთელს მსოფლიოს მიეწოდება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up