რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საექსპორტო კრედიტის 2034 წლამდე რესტრუქტურიზაციის შესახებ ოქმის რატიფიცირება განახორციელა.
მანამდე რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსეი ჩეპამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთთან სესხის ხელშეკრულება უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს არ არის მხოლოდ სესხის გაცემის საკითხი, „ეს არის პარტნიორებს შორის არსებული საკითხი“.
რუსმა დეპუტატებმა სესხის დაფარვის ვადა 2034 წლამდე გაახანგრძლივეს. ძირითადი დავალიანების ოდენობა 1,2 მილიარდი რუბლს შეადგენს, პროცენტის გამოკლებით.
სესხის ე.წ. ხელშეკრულება 2010 წელს გაფორმდა. 2017 წელს კი ვალის დაფარვის ვადად 2029 წელი განისაზღვრა.
წყარო: interpressnews.ge