რუსეთის მიერ ბოლო 300 წლის განმავლობაში დარღვეული ხელშეკრულებები

რუსეთის მიერ ბოლო 300 წლის განმავლობაში დარღვეული ხელშეკრულებები

access_time2022-03-23 12:00:14

რუსეთი უკრაინისგან ნეიტრალიტეტს ითხოვს. უკრაინა შესაბამისი გარანტიების საფუძველზე ამ პირობაზე თანხმობას აცხადებს. ჯერ უცნობია, შედგება თუ არა შეთანხმება და რა გარანტიებით იქნება ის გამყარებული, თუმცა ცნობილია ის, რომ რუსეთი შეთანხმებას არასდროს ასრულებს და მისთვის შეთანხმების ფასი იმ ქაღალდის ფასს არ აღემატება, რომელსაც თავად მოაწერა ხელი. 1994 წელს უკრაინამ ბირთვულ იარაღზე ტერიტორიული მთლიანობის გარანტიის საფუძველზე თქვა უარი, 20 წლის შემდეგ ყირიმი და დონბასი უკრაინას სწორედ გარანტიის მიმცემმა რუსეთმა წაართვა. საქართველოსაც რუსეთთან ომების გარდა, ბოლო 300 წელიწადში ცინიკურად დარღვეული უამრავი ხელშეკრულება ახსოვს.

 

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


1)         ღალატი ვახტანგ VI-სთან. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების მცდელობა XV საუკუნეში იწყება, XVIII-დან კი აქტიურ ფაზაში გადადის. საფრანგეთისგან დახმარებაზე უარის მიღების შემდეგ ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ მთელი იმედები რუსეთზე დაამყარა. იმპერატორ პეტრე I-სგან დასტურის მიღების შემდეგ ვახტანგმა სპარსეთთან საბრძოლველად ჯარი შეკრიბა, მასში ქართველებთან ერთად სომეხი მეომრებიც გაერთიანდნენ. ვახტანგი განჯასთან რუსულ არმიას ამაოდ ელოდა. იმპერატორი მას არ დახმარებია. 2 წლის შემდეგ ოსმალეთმა თბილისი დაიკავა, ვახტანგ VI კი 1200 კაციანი ამალით რუსეთში გადასახლდა და 13 წლის შემდეგ ასტრახანში გარდაიცვალა.

2)         ღალატი ასპინძის ომში. პირველი დიდი ღალატიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ საქართველოს „დასახმარებლად“ გენერალი ტოტლებენი მოადგა. ასპინძის ბრძოლამდე, 1769 წელს მან და იმერეთის მეფე სოლომონ I-მა შორაპნის ციხეს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ტოტლებენმა ციხე მიატოვა და აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლა. 1770 წელს მტრის წინააღმდეგ მარტო მან უკვე ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II შეატოვა. რიცხობრივი სიმცირის მიუხედავად ასპინძის ბრძოლა ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდა.

3)         ღალატი კრწანისის ბრძოლაში. კრწანისის ბრძოლა საქართველოსთვის ორმაგად ტრაგიკული აღმოჩნდა. თბილისის გადაწვის გარდა მან ანექსიის პროცესიც დააჩქარა. 1795 წლისთვის გეორგიევსკის ტრაქტატი უკვე 12 წლის გაფორმებული იყო, მაგრამ რუსულ ჯარს ვალდებულება არც ამჯერად შეუსრულებია. 5000-იანი ლაშქრით 35 000-იანი არმიის წინააღმდეგ ერეკლეც ვეღარაფერს გახდა. ომიდან 6 წელიწადში ქართლ-კახეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. დამპყრობელი რუსეთი აღმოჩნდა.

4)         ანექსია. 1801 წლის მანიფესტი შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნისთვის ტრაქტატის თავზე გადახევა იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება 18 იანვარს, ჯერ პავლე I-ა ბრძანა, რომელიც შეთქმულებმა მოკლეს, შემდეგ მანიფესტი 12 სექტემბერს ალექსანდრე I-მა გამოსცა და 1802 წლის 12 აპრილს თავად-აზნაურობა ალყაშემორტყმულ სიონის ტაძარში ძალდატანებით გააუქმა. ქართველ მეფეებს ზოგჯერ ტახტზე ასვლისთვის ისლამის მიღება უხდებოდათ, ორმეფობაც იყო, უმეფობაც. ზოგჯერ სამეფოებს მეფეების მაგივრად ერისმთავრები მართავდნენ, მაგრამ მმართველობა თავიდან ბოლომდე სხვის ხელში არც სპარსეთის, არც არაბეთის, არც მონღოლეთისა და არც ოსმალეთის ბატონობის პერიოდში არ გადასულა.

5)         ავტოკეფალიის გაუქმება. ანექსიიდან 10 წლის შემდეგ, 1811 წელს, იმპერიამ რომელიც დღემდე „ერთმორწმუნეობის“ მითს ტირაჟირებს საქართველოს ეკლესიის V საუკუნეში მოპოვებული ავტოკეფალია გააუქმა და პატრიარქი ეგზარქოსით ჩაანაცვლა. ეკლესიებში ქართულად წირვა-ლოცვა აიკრძალა, მღვდელმა აღსარების საიდუმლოს გათქმა დაიწყეს. მოოქროვილი ხატები და შანდლები გაიძარცვა. უნიკალური ფრესკები კირით გადაიღება. ერთმორწმუნედ წოდებულმა იმპერიამ იმაზე მეტი ავნო ქართულ ეკლესიას ვიდრე ნებისმიერმა სხვა დამპყრობელმა.

6)         განმეორებითი ანექსია. სახელმწიფოებრიობის წართმევიდან 117 წლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ ისევ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 2 წლისთავზე, 1920 წლის 7 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა საბჭოთა რუსეთმა წერილობით ცნო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ უშუალოდ რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან მაინც შემოიჭრა საქართველოში და 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი აიღო. რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა უკვე მეორედ წაართვა.

7)         ყაზბეგის პროტოკოლის დარღვევა. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოსკოვმა სეპარატიზმის მხარდაჭერა გააძლიერა, თუმცა 17 წელი მაინც მომრიგებლის როლს ირგებდა. 1991 წლის 23 მარტს რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინი საქართველოს ეწვია და ყაზბეგში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრა გამართა. შემუშავდა ე.წ. ყაზბეგის პროტოკოლი, რომელიც ცხინვალის რეგიონს საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას ადასტურებდა. შეთანხმება 1991-1992 წლებში შემდეგ კი 2004 და 2008 წლებში დაირღვა.


8)         დაგომისის შეთანხმების დარღვევა. 1992 წლის 24 ივნისს, სოჭში ბორის ელცინმა სოჭის, იგივე დაგომისის შეთანხმებას ახლა უკვე ედუარდ შევარდნაძესთან მოაწერა ხელი. დოკუმენტის სამაჩაბლოს დემილიტარიზაციას ითვალისწინებდა. დაირღვა რამდენიმე თვეში.

9)         3 სექტემბრის შეთანხმების დარღვევა. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 3 კვირაში, 3 სექტემბერს მოსკოვში განიარაღებაზე კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა, 1-ელ ოქტომბერს გაგრა დაეცა და იქ მცხოვრებ ქართველებს გენოციდი მოუწყვეს. რაც დადასტურებული და აღრიცხულია 474 ქართველი ეთნიკური ნიშნით მოკლეს.

10)       27 ივლისის შეთანხმების დარღვევა. საქართველოსთვის ნამდვილ ტრაგედიად სოჭში 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებული შეთანხმება იქცა. ქართულმა მხარემ აფხაზეთიდან მძიმე შეიარაღება ფოთში რუსული გემით გამოიყვანა. ქართული ჯარი მოწინააღმდეგის პირისპირ ავტომატითღა დარჩა და ზუსტად 2 თვეში, 27 სექტემბერს სოხუმიც დაეცა. დაგომისისა და 3 სექტემბრის ხელშეკრულებების დარღვევის გამოცდილების შემდეგ, რატომ  მოაწერა ხელი შევარდნაძემ 27 ივლისის ხელშეკრულებას ეს ცალკე განხილვის თემაა.

11)       სამშვიდობოების საოკუპაციო არმიად გადაქცევა. სოხუმის დაცემიდან 6 თვეში, 1994 წლის 14 მაისს, თბილისმა მოსკოვთან კიდევ ერთ, რბილად რომ ვთქვათ ბუნდოვან შეთანხმებას მოაწერა ხელი და რუსეთის საოკუპაციო ძალებს „სამშვიდობოს“ მანდატი მიანიჭა. რუს „სამშვიდობოებს“ საკუთარი ფუნქცია არასდროს შეუსრულებიათ, ისინი ქართული სოფლების დაცხრილვას წლების განმავლობაში მშვიდად ადევნებდნენ თვალს, ზოგ შემთხვევაში კი შეიარაღებულ შეტაკებაში თავადაც იღებდნენ მონაწილეობას.

12)       სტამბოლის შეთანხმების დრაღვევა. 1999 წლის 17 ნოემბერს, ეუთოს სტამბოლის სამიტზე რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის ვალდებულება აიღო. 2001 წელს რუსეთი ვაზიანის ბაზიდან გავიდა და პროცესი პირველ ეტაპზე ამით დასრულდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, ბათუმისა და ახალქალაქის ბაზები მხოლოდ 2006-2007 წლებში დაცალა. გუდაუთის ბაზიდან ჯარები არ გასულან.

13)       6 პუნქტიანი შეთანხმების დარღვევა. 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის 6 პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მხარეების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას ითვალისწინებდა. რეალურად რუსეთმა 1992-193 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიებს კოდორის ხეობა და ახალგორი დაუმატა, ორივე რეგიონში ახალი სამხედრო ბაზები გახსნა და 26 აგვისტოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობა ცნო. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება.       


ტოკისთან გაფორმებული შეთანხმების დარღვევა. საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, ვისთანაც რუსეთი შეთანხმებებს სისტემატურად არღვევს. რამდენიმე მათგანის გახსენება შეიძლება. რუსეთი დღესაც იხსენებს იმას, თუ როგორ დაარღვია ჰიტლერმა „თავდაუსხმელობის პაქტი.“ მსგავსი ტიპის შეთანხმება 1941 წლის 25 აპრილს მოსკოვმა ტოკიოსთანაც გააფორმა, თუმცა 1945 წლის 8 აგვისტოს იაპონიას ომი მაინც გამოუცხადა და კურილის კუნძულები წაართვა. 4 კუნძული დღემდე ანექსირებულია. 2022 წლის მარტში რუსეთმა იაპონიასთან კუნძულების თემაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

 

მოლდოვის უშედეგო ნეიტრალიტეტი. 1994 წელს მოლდოვამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, თუმცა დნესტრისპირეთის დაბრუნება მაინც ვერ შეძლო და ეკონომიკურადაც ყველაზე მეტად დაიჩაგრა, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე მოლდოვაში უფრო ნაკლებია ვიდრე საქართველოში, სომხეთში და უკრაინაში.

 

ხასავ-იურტის შეთანხმების დარღვევა. 1996 წლის 31 აგვისტოს, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ალექსანდრ ლებედსა და იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან მასხადოვს შორის ხასავ-იურტის შეთანხმება დაიდო, რაც რესპუბლიკიდან ფედერალური ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა., 1997 წლის 12 მაისს მასხადოვმა ანალოგიურ შეთანხმებას ხელი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ელცინთან მოაწერა. 2 წლის შემდეგ, პუტინმა რუსეთის ქალაქებში მიყოლებით საცხოვრებელი კორპუსები ააფეთქა, რასაც 307 ადამიანი ემსხვერპლა. ФСБ-ს მოწყობილი ტერაქტები ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების საბაბი გახდა.

 

ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევა. 1994 წელს უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობის გარანტიების საფუძველზე ბირთვული შეიარაღება დათმო. ე.წ. ბუდაპეშტი მემორანდუმი 5 დეკემბერს გაფორმდა. ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს უკრაინას რუსეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები აძლევდა. 20 წლის შემდეგ რუსეთმა უკრაინას ჯერ ყირიმი, შემდეგ კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების აღმოსავლეთ რაიონები წაართვა. 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობით რუსეთის მიერ უკრაინაში ანექსირებული და ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი 44.3 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, რაც რაც ცალკე აღებული დანიის, ნიდერლანდების, შვეიცარიისა და ბელგიის ფართობებზე მეტია. იმავე ტერიტორიებზე ჯამში 6.2 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, ანუ უფრო მეტი ვიდრე ბალტიის სამივე რესპუბლიკაში ერთად.

 

როდის ასრულებს რუსეთი შეთანხმებას? ამაზე პასუხი ფინეთის ფელდმარშალმა და შემდეგ უკვე პრეზიდენტმა კარლ გუსტავ მანერჰეიმმა გასცა - „რუსებს მხოლოდ მაშინ უნდა ვენდოთ, როდესაც მათ საფლავებზე ჩარჭობილი ხის ჯვრებიც კი დალპება და მტვრად იქცევა!


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up