საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას Twitter-ზე გამოეხმაურა. ზურაბიშვილი წერს, რომ რუსეთის ქმედება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა.
„მკაცრად ვგმობ უკრაინის ქალაქ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე სასტიკ თავდასხმას. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს დაუშვებელი ძალადობა და ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევაა.
ჩვენ ვართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები ქალაქ დნიპროსა და მთელს უკრაინაში დაკარგა“, - წერა სალომე ზურაბიშვილი.