გუშინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
„გუშინ გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იყო დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე, დეტალებს გავარკვევთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი, ამიტომ უმჯობესია გავარკვიოთ ყველა დეტალი, დავადგინოთ მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ უკვე გაგიზიარებთ ყველა დეტალს”, – თქვა ანთაძემ.
მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამჟამად საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.