საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ტვიტერზე კრამატორსკში ოკუპანტი რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხმაურება და წერს, რომ ეს ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა.
ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.
დიდება უკრაინას!“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.