სანქციები რუსეთში ყველა სფეროს შეეხო

სანქციები რუსეთში ყველა სფეროს შეეხო

access_time2022-02-28 16:00:12

2008 წლის შეშფოთებისა და 2014 წლის სიმბოლური სანქციების შემდეგ, უკრაინაში ღიად შეჭრის საპასუხოდ, რუსეთს 2022 წელს საკმაოდ მძიმე სანქციები დაატყდა თავს. 1 კვირაზე მოკლე დროში, რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 110-ს გადასცდა, კოლაფსის თავიდან ასაცილებლად ბირჟები არ გაიხსნა, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო მძიმეა.

 

რუსეთს სანქციები შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ერთად, ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, კანადამ, კორეამ, იაპონიამ, სინგაპურმა, ავსტრალიამ და ნეიტრალურმა შვეიცარიამაც კი დაუწესა. თვით ჩინეთიც კი, რომელიც აცხადებდა რომ პუტინის ქმედებებს „შეჭრას“ ვერ დაარქმევდა, იძულებული გახდა უკვე დაწესებულ სანქციებს თავადაც შეერთებოდა.

 

გერმანია კანცლერ შრედერის დროიდან ერთ-ერთ ყველაზე უფრო მკვეთრად გამოხატულ პრორუსულ ევროპულ ქვეყნად ითვლებოდა. მდგომარეობა არც მერკელის დროს შეცვლილა და არც შოლცის დროს, იქამდე სანამ პუტინმა კიევს არ დაარტყა, რის შემდეგაც გერმანიამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ლიცენზირება შეაჩერა. $11 მლრდ-იან პროექტს ევროპისთვის დამატებით წლიურად 55 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი უნდა მიეწოდებინა.

 

რუსეთის SWIFT-დან ჩახსნის იდეა 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონების ოკუპაციის შემდეგ გაჩნდა, თუმცა მაშინ ცივილიზებულმა სამყარომ დისკომფორტი კიდევ ერთხელ აირიდა თავიდან და ბევრად უფრო მსუბუქ ზომებს დასჯერდა. 2022 წელს სიტუაცია დამძიმდა. ბოლო 3 თვეა ინტერვენციას ყველა ელოდა, კითხვა მასშტაბებთან დაკავშირებით რჩებოდა, ბევრს ეგონა, რომ კრემლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს დასჯერდებოდა, ანუ 2008 წლის ქართულ სცენარს გაიმეორებდა, მაგრამ პუტინმა დარტყმა პირდაპირ კიევზე მიიტანა. მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას უნგრეთიც დათანხმდა. პროცესი უკვე დაწყებულია.

 

კომერციული ბანკებიდან მათ აქტივებს ყადაღა დაედო და უცხოურ ვალუტაში ოპერაციები აეკრძალათ: ვითიბი ბანკს, სბერბანკს, ალფა ბანკსა და გაზპრომბანკს. ამ ბანკების კლიენტები VIZA და MASTERCARD ბარათებით რუსეთის გარეთ ვეღარ ისარგებლებენ. სანქციების გავლენით ვითიბი ბანკი საქართველომ ფიზიკური პირების მთელი პორტფელი ბაზის ბანკზე გაასხვისა.

 

კომერციული ბანკების გარდა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებსაც ყადაღა დაადეს. ასეთი გადაწყვეტილება ადრე ირანის ვენესუელისა და ავღანეთის წინააღმდეგ იქნა მიღებული. პუტინის რეჟიმი ფაქტობრივად ისევე შეფასდა, როგორც თალიბანი.


 

რუსეთის ექსპორტის ნახევარი ნედლი ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის ექსპორტზე მოდის. ტექნოლოგიები მისი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. INTEL-ა და AMD-მ რუსეთს პროცესორების მიწოდება შეუჩერა. რუსეთში საკუთარი პროდუქციის მიწოდებაზე უარი განაცხადა თითქმის ყველა გერმანულმა, ბრიტანულმა და ამერიკულმა ავტომწარმოებელმა მათ შორის: Mercedes-მა, BMW-მ, Audi-მ, Jaguar-მა, General Motors-მა. თავად რუსული მანქანებიც დეტალებს უცხოეთიდან იღებდნენ და ემბარგო ახლა მათი თავის ტკივილიც გახდება. მაშინ როცა მერსედესი სოხუმის ქუჩებშიც დადის, შემოვლითი გზებით მათ შეძენას რუსეთის მოქალაქეები ისევ შეძლებენ, ოღონდ ბევრად უფრო ძვირად.

 

BP-მ როსნეფტში მისი 19.7%-იანი წილის გასხვისების შესახებ განაცხადა. ქვეყანას ტოვებს ნორვეგიული $1.3 ტრლნ-იანი ნავთობის ფონდიც. ტექნოლოგიებზე წვდომის ხანგრძლივი შეფერხების შემთხვევაში რუსეთს ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ტექნიკური მომსახურება გაუჭირდება, რაც მათ ექსპორტს ავტომატურად შეამცირებს.

 

რუსეთის დუმის დეპუტატების გარდა ყადაღა დაედო საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის და საკუთრივ პუტინის ქონებას.

 

ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე რაშა თუდეისა და სპუტნიკის მაუწყებლობა აიკრძალა. ფეისბუქმა, ინსტაგრამმა და იუთუბმა კრემლის პროპაგანდისტებს ანგარიშები დაუბლოკა.

 

თავიდან AEROFLOT-ს შემდეგ კი ყველა რუსულ ავიაკომპანიას შეერთებულმა შტატებმა და თითქმის მთელმა ევროპამ ცა ჩაუკეტა. მათ რუსეთს 1 თვის ვადაში ლიზინგით გაცემული თვითმფრინავების დაბრუნებაც მოსთხოვეს, რაც შიდა ფრენებსაც კი მნიშვნელოვნად გააძვირებს, რადგან ავიაპარკი 30 დღეში განახევრდება.

 

დასავლეთს ამჯერად კულტურა და სპორტი პოლიტიკისგან აღარ გაუმიჯნავს. ჩემპიონთა ლიგის ფინალი პეტერბურგის ნაცვლად პარიზში გაიმართება. FIFA-ს ეგიდით ჩატარებული საშინაო საფეხბურთო მატჩები ნეიტრალურ სტადიონზე გულშემატკივართა გარეშე რუსეთის ჰიმნის დაუკვრელად ჩატარდება. მანჩესტერ იუნაიტედმა აეროფლოტთან გაწყვიტა კონტრაქტი, შალკემ გაზპრომთან. ანალოგიური პროცედურა უკვე დაიწყო უეფამ ჩემპიონთა ლიგის სპონსორობიდან ჩასახსნელად. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ფედერაციებში რუსეთში გასამართი ყველა ღონისძიების გაუქმებისკენ მოუწოდა. ამავე დროს რუსეთს ევროვიზიაზე მონაწილეობის უფლება აეკრძალა. ლონდონის „როიალ ოპერა ჰაუსმა“ მოსკოვში გასამართი გასტროლები გააუქმა.

 

ნავთობზე და გაზზე ემბარგო ჯერჯერობით არ დაუდიათ. თუ ირანს სანქციები მოეხსნა და სხვა ქვეყნებმაც გაზარდეს მოპოვება, მაშინ ეს სცენარიც შეიძლება რეალობად იქცეს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის ყველაზე მძიმე დარტყმა იქნება. ეკონომისტთა გათლით, ემბარგოს გარეშეც, არსებული სანქციებითაც კი რუსეთის ეკონომიკა წელს მინიმუმ 5%-ით და შესაძლოა ბევრად მეტითაც (10% და მეტი) შემცირდეს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up