რუსეთმა ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებში ხორბლის ექსპორტი აკრძალა. აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს. გამონაკლისი შეიძლება მხოლოდ ჰუმანიტარული მისიებისთვის იქნას დაშვებული. რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე, 14 მარტით დათარიღებულ დოკუმენტს ხელს პრემიერი მიშუსტინი აწერს.
ევრაზიულ კავშირში რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი ერთიანდებიან. საქართველო, რომელიც ხორბლითა და ფქვილით ძირითადად რუსეთიდან მარაგდება ალიანსის წევრი არ არის.
რუსეთისა და უკრაინის გარდა ხორბალს ყაზახეთი, აშშ და კანადაც აწარმოებენ. ემბარგოს შემთხვევაში საქართველოს ხორბლის გარეშე დარჩენა არ ემუქრება, მაგრამ პურის ფასი გაიზრდება.