რუსეთი WTO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას  მეათე წელია არ ასრულებს

რუსეთი WTO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას მეათე წელია არ ასრულებს

access_time2021-12-08 15:00:42

საქართველო 2011 წელს ფსოუზე და როკზე ტვირთების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებას დასთანხმდა. საბოლოოდ რუსეთი WTO-ში 2012 წელს გაწევრიანდა, ქართულ მხარეს კი ინფორმაცია ჯერ ერთი კონტეინერის შესახებაც არ მიუღია.

 


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 1995 წელს შეიქმნა და მასში ამჟამად 164 სახელმწიფოა გაწევრიანებული. საქართველო გაერთიანებას 2000 წლის 14 ივნისიდან შეუერთდა, რუსეთი 2012 წლის 22 აგვისტოდან. ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს ვაჭრობის ხელშეწყობა წარმოადგენს. წესდების თანახმად, ახალი წევრის მისაღებად სრული კონსენსუსია საჭირო. რუსეთს საქართველოს ხმა სწორედ ამიტომ სჭირდებოდა.

 


რუსეთის ფედერაციას 14 სახმელეთო მეზობელი ჰყავს. 2008 წლის შემდეგ ზოგიერთი რუსული გამოცემა ამ რიცხვს 16-მდე ზრდის, მაგრამ რუსულენოვან ვიკიპედიაშიც კი აფხაზეთი „ნაწილობრივ აღიარებულ სახელმწიფოდაა“ მოხსენიებული. ასეც რომ არ იყოს, მოსკოვი თბილისს რუსეთსა და ესტონეთს შორის ან რუსეთსა და მონღოლეთს შორის ტვირთბრუნვაზე ინფორმაციას ნამდვილად არ მიაწვდის. ის ფაქტი, რომ მოსკოვის „სუვერენულ“ აფხაზეთთან ვაჭრობის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას „მესამე სახელმწიფოსთან“ დასთანხმდა იმის ირიბი აღიარებაა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა, თუმცა, ისევე როგორც წინათ მრავალჯერ, რუსეთმა თავისივე ხელმოწერილი ეს ხელშეკრულებაც არ შეასრულა.

 



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კომერსანტი რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. აბაშიძის განმარტებით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება მართლაც 10 წლის წინ გაფორმდა. შვეიცარიულ კომპანიას, რომელსაც საბაჟოებზე მონიტორინგი უნდა განეხორციელებინა, თანხა გადაუხადა როგორც ქართულმა, ასევე რუსულმა მხარემ. წლების განმავლობაში დეტალების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდებოდა, პანდემიამ პროცესი შეანელა, მაგრამ არ შეუჩერებია, ბოლოს საკითხის შესახებ ნოემბერში პრაღის ფორმატში ვირტუალურად ისაუბრეს, შემდეგი შეხვედრა კი სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

 


რა შეხვედრები გაიმართება 2022 წელს და რამდენ ხანს გაგრძელდება უცნობია, ფაქტი კი ისაა, რომ რუსეთმა თავისი მიიღო - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, საქართველო კი კანონიერი საზღვრებიდან ტვირთების შესახებ ინფორმაციის მიღებას დღემდე ამაოდ ცდილობს და დანამდვილებით იმის თქმა, მიიღებს თუ არა თბილისი აღნიშნულ ინფორმაციას დეოკუპაციამდე ამ დროისთვის შეუძლებელია.

 

რუსეთი ხელმოწერილი შეთანხმების ერთგული არასდროს ყოფილა. საქართველოს ისტორიის ბოლო 300 წელი, პასუხს სცემს კითხვაზე, თუ რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი:

 

  1. 1722 წელი - ვახტანგ VI-ს პეტრე I დახმარებას დაპირდა, მაგრამ არ შეასრულა. მეფეს ოჯახთან ერთად და 1200 კაციანი ამალით ქვეყნის დატოვება მოუხდა;
  2. 1770 წელი - დაპირების საწინააღმდეგოდ რუსეთი ერეკლე მეორეს ასპინძის ომში არ დაეხმარა;
  3. 1795 წელი - გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების საწინააღმდეგოდ რუსეთი ერეკლე მეორე კრწანისის ომში არ დაეხმარა;
  4. 1801 წელი - გეორგიევსკი ტრაქტატის სრული უგულებელყოფით რუსეთმა ქართლ-კახეთის ანექსია მოახდინა, რასაც 10 წლის შემდეგ ავტოკეფალიის გაუქმება და ეტაპობრივად სხვა კუთხეების დაპყრობა მოჰყვა;
  5. 1920 წელი - 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ცნო, მაგრამ 9 თვის შემდეგ თბილისისკენ წითელი არმია გამოგზავნა;
  6. 1991 წელი - 23 მარტის ყაზბეგის პროტოკოლი, რომელსაც პირადად ელცინი აწერდა ხელს და რომელსაც ცხინვალის რეგიონში მშვიდობა უნდა უზრუნველყო, დაირღვა რამდენიმე თვეში;
  7. 1992 წელი - 24 ივნისის სოჭის, იგივე დაგომისის შეთანხმება,  რომელიც სამაჩაბლოდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა, დაირღვა იმავე წელს, შემდეგ უკვე ახალი მასშტაბით 2008 წელს;
  8. 1992 წელი - 3 სექტემბრის შეთანხმება განიარაღებაზე, 27 დღეში 1 ოქტომბერს გაგრა დაეცა;
  9. 1993 წელი - 27 ივლისის შეთანხმება განიარაღებაზე, ზუსტად 3 თვეში სოხუმი დაეცა;
  10. 2008 წელი - 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, რომელიც ძალებიც კონფილქტამდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითვალისწინებდა დღემდე არ სრულდება.



საქართველო ერთადერთი გამონაკლისი არაა, ვისთანაც რუსეთი დადებულ ხელშეკრულებებს არღვევს. სსრკ-ს იაპონიასთან თავდაუსხმელობის შეთანხმება აკავშირებდა, რომელიც 1945 წელს დაარღვია და კურილიის კუნძულების ოკუპაციას დღემდე აგრძელებს. 1994 წელს მოლდოვამ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებიდან 27 წლის შემდეგაც კი დნესტრიპირეთზე კონტროლი ვერ აღადგინა. 1994 წელს რუსეთმა შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ერთად უკრაინას ბირთვული შეიარაღების დათმობის სანაცვლოდ ტერიტორიული მთლიანობის გარანტია მისცა, 20 წლის შემდეგ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა თავად რუსეთმა დაარღვია.

 


გადაჭრით რაიმეს თქმა შეუძლებელია, მაგრამ მაღალი ალბათობით ფსოუდან და როკიდან ტვირთების შესახებ ინფორმაციის მიღების შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულება, წინა შეუსრულებელი ხელშეკრულებების ბედს გაიზიარებს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up