აფხაზ ფერმერებს მანდარინის რეალიზაცია გაუჭირდათ. ჯერ ერთი, მათი შეძენის სურვილი არავის აქვს და მეორეც, მათი კულტივაცია არ ამართლებს, რადგან მათზე ფასები ბაზარზე დაბალია.
„აფხაზური ციტრუსები დღეს ბაზარზე პოპულარული არ არის. თურქეთიდან და ჩინეთიდან პროდუქცია რუსულ ბაზარზე ჭარბად მოხვდა, - ამის შესახებ ე.წ. ვიცე-პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ, რადიო Sputnik-ის ეთერში განაცხადა.
ჩინელებსა და თურქებს მანდარინი დიდი რაოდენობით შეაქვთ რუსეთის ფედერაციაში. ბევრი გამყიდველი იმპორტირებულ მანდარინს აფხაზურ მანდარინად ასაღებს. ამ საკითხზე როსელხოზნაძორს აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიმართა.
აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთადერთი ბაზარი რუსეთის ფედერაცია იყო. 2020 წლიდან პანდემიის გამო, საზღვრები ჩაკეტილი იყო, ამიტომ აფხაზეთიდან მანდარინზე მოთხოვნა დიდი იყო. მაშინ მათ გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. სეპარატისტებმა 15 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის გაიტანეს ექსპორტზე, რაც 2021 წელზე მეტია და 2020 წელთან შედარებით ნახევარი.