რუსლან სტეფანჩუკი: ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას ჩვენ გადავწყვეტთ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ

რუსლან სტეფანჩუკი: ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას ჩვენ გადავწყვეტთ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ

access_time2022-04-13 09:00:00

ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ დღეს გაიგოს, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას ჩვენ გადავწყვეტთ ერთობლივი გამარჯვების შემდეგ. ეს არის წერტილი, რომლისკენაც მივდივართ და რისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, - ამის შესახებ „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.


„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით გაერთიანება დიდი მტრის წინააღმდეგ, არამედ გავაერთიანეთ მთელი სამყაროც. ისე მოხდა, რომ უკრაინა დღეს არის მსოფლიო ცივილიზაციის წინა ხაზზე და ჩვენ დავიცავთ ყველა ქვეყნის უფლებას, გააკეთოს ცივილიზაციური არჩევანი. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ მსოფლიოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვიცი, რომ გვაქვს ბევრი საერთო ჩვენს მეგობარ ქართველებთან - ჩვენი ტერიტორიების ნაწილი დაპყრობილი აქვს რუსეთს. მე ვიცი, რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება როგორც საქართველოს, ისე მთელი მსოფლიოს მხრიდან. ჩვენ ვართ საკუთარ მიწაზე, გვჯერა ჩვენი ძალების და ჩვენს უკან ღმერთია. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ფრაქციების ლიდერებთან ერთად, ომის პირველსავე დღეს მხარი დავუჭირე ტაბუს ნებისმიერ პოლიტიკურ უთანხმოებაზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას. ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი და მკაცრი დებატები, მაგრამ ავიღეთ პაუზა. ძალიან მინდა, მთელმა მსოფლიომ დღეს გაიგოს, რომ ახლა არის გაერთიანების დრო. ყველაფერი დანარჩენი, პოლიტიკა, შიდა საკითხები - ამას ჩვენ გადავწყვეტთ ჩვენი ერთობლივი გამარჯვების შემდეგ. ეს არის წერტილი, რომლისკენაც მივდივართ და რისთვისაც ჩვენ ვერთიანდებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ერთად შეიძლება მივაღწიოთ დიდ გამარჯვებას და ეს იქნება გამარჯვება, რომელზეც დაიწერება ლეგენდები. ეს იქნება იმ გაერთიანების გამარჯვება, რომელიც დგას სინათლის მხარეს“, - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up