რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო

access_time2021-11-06 19:35:02

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი მხარდამჭერების აქცია დაიწყო. აქციაზე მყოფი მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, სადაც პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შესაბამისი პირობები იქნება უზრუნველყოფილი.

აქცია, რომელიც 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზად “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა ის, რომ სცენის აპარატურა, რომელიც აქციისთვის იყო ადგილზე მიტანილი, აქციის დაწყებამდე სამართალდამცველებმა წაიღეს და მოგვიანებით დააბრუნეს. ამასთან, მისი თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, რამაც ასევე დააგვიანა აქციის დაწყება.

როგორც უდუმაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს ქართველ ხალხს ყველაზე მთავარს - თავისუფლებას ართმევენ.

„დღეს, თითოეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის ჯარისკაცები. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ ვიდგეთ იქ, სადაც ისტორიის ნათელი მხარეა. ისტორიის ნათელი მხარე არის აქ, იქნება თბილისში, იქნება ზუგდიდში, იქნება ბათუმში, ყველგან, სადაც პროტესტის ხმა ისმის იმიტომ, რომ დღეს არ არის დრო ტელევიზორთან ვისხდეთ და ისე ვუყურებდეთ მოვლენებს რა ხდება ქვეყანაში. არჩევნები წაგვართვეს, ქვეყანას გვართმევენ, მესამე პრეზიდენტს გვართმევენ - დავთმობთ ჩვენ ამ ყველაფერს?“ - მიმართა უდუმაშვილმა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას, რომლისგანაც პასუხად მიიღო - „არა“!

„მაშინ თითოეული ადამიანი უნდა გამოვიდეს გარეთ, უნდა დავუმტკიცოთ ერთმანეთს, რომ ამ ქვეყნის შვილები ვართ, რომ ძარღვებში სისხლი გვიჩქეფს. საქართველო ყოველთვის ებრძოდა ტირანიებს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის თავისუფლება შეეზღუდათ. დღეს ჩვენ გვართმევენ ყველაზე ძვირფასს - თავისუფლებას! ჩვენ ვართ თავისუფლებისმოყვარე ერი. გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს მიხეილ სააკაშვილს! ერთმანეთს და ყველაზე თავისუფალ პატიმარს მივცეთ პირობა, რომ პუტინის პირადი პატიმარი არ იჯდება ქართულ ციხეში, ის აუცილებლად გათავისუფლდება. ჩვენ ერთად გამოვიყვანთ ქვეყანას სინელიდან, რომელშიც ივანიშვილმა ჩააგდო. თავისუფლება მიშას! რიგგარეშე არჩევნები!“ - განაცხადა უდუმაშვილმა.


აქციაზე მოქალაქეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: ”თავისუფლება მიშას”, “თავისუფლება სამშობლოს მშენებელ სააკაშვილს”. ასევე, ისმის შეძახილები: “მიშა, მიშა”.

ამასთან, რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. პატრულმა გზა აქციის დაწყებამდე გადაკეტა.

რუსთავში #12-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, საპატიმროსთან ბევრი ადამიანი აპირებს დარჩენას და კარვებიც იმისთვის არის გაშლილი, რომ მათი აქ დარჩენა იყოს უზრუნველყოფილი.

აქტივისტების განცხაებით, კარვებში დარჩებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის ციხეში პროტესტის ნიშნად უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up