რა შედეგებით დასრულდა შუალედური არჩევნები ბათუმსა და რუსთავში

რა შედეგებით დასრულდა შუალედური არჩევნები ბათუმსა და რუსთავში

access_time2022-04-03 08:58:32

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავის ყველა უბნის დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შატაკიშვილმა ხმების 90,61 % მიიღო.

121 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, შატაკიშვილმა ხმების 90.61% (34333 ხმა)მიიღო; „სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ - 6,95% (2634 ხმა); „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატმა კამალ მურადხანოვმა კი 2,43%(923 ხმა).

ცნობისთვის, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრის არჩევნები ჩატარდა №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა, რომელიც რუსთავს და გარდაბნის ნაწილს მოიცავს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის ასარჩევად კი კენჭისყრა №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართა, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს. რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.

რაც შეეხება, ბათუმს, აქაც "ქართული ოცნების" კანდიდატია გამარჯვებული. 

"კენჭისყრის პროცესი დასრულდა. პირველად საქართველოს არჩევნების ისტორიაში, ცესკო კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან ერთ საათში წარმოგიდგენთ ბათუმის შუალედური არჩევნების წინასწარ მონაცემებს 14-ვე საარჩევნო უბნის მიხედვით. წინასწარი მონაცემების ოპერატიულად გამოქვეყნება  სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების  -  ხმის მიცემის, ხმის დათვლისა და ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით გახდა შესაძლებელი," - ამის შესახებ "კომერსანტს ცესკოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით,  ბათუმის 14- ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები შემდეგია:

№5   - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათე ფუტკარაძე -3 233 (31%)


№41 – „ქართული ოცნება- დემოპრატიული მოძრაობა“, რამაზ ჯინჭარაძე - 7 190 (69%)

ეს არის წინასწრი პირველადი მონაცემები და ის უკვე ასახულია ცესკოს ვებგვერდზეც.

"რა თქმა უნდა, ბათუმის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ბიულეტენებს კანონმდებლობით დადგენილი წესითაც დაითვლიან, რომლის შედეგიც იქნება იურიდიული ძალის მქონე. ასევე განხორციელდება დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, აღნიშნული კი საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი წარმატებული ინციატივაა, რაც ხმის დათვლის პროცედურების კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას უწყობს ხელს. 

რაც შეეხება აქტივობას, დღეს საარჩევნო უბნებზე სულ 51 137 ამომრჩეველი მივიდა (31,8%).  მათ შორის ბათუმში 10 578 ამომრჩეველი (51,3%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში -40 559 (29%).

შუალედური არჩევნები შედგა. კენჭისყრა მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში წარიმართა.  საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილი იყო ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა პროცედურული და ტექნიკური ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ გამხდარა ხმის მიცემის პროცესის შეწყვეტის საფუძველი. საარჩევნო უბნები კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ბათუმში, ისე რუსთავსა და გარდაბანში 20:00 საათზე დაიხურა და ახლა უკვე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. ვიდეომასალა აიტვირთებაშეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.  მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს,  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა, რათა შეუფერხებლად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეყოვნდეს ხმის დათვლის პროცედურები.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის,  ასევე ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრსა და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მადლობა ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას," - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up