სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულები მიმართვას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. აგენტების კანონი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უმძიმეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მათი თქმით, „რუსული კანონი”, რომლის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვაა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულები სრულიად ვიზიარებთ როგორც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკულ დამოკიდებულებას პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტისადმი და მიგვაჩნია, რომ ის ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უმძიმეს ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
„რუსული კანონი”, რომლის მიზანი საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების მაქსიმალურად შეზღუდვაა, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და შეუძლებელს გახდის საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც 62 კურსდამთავრებული აწერს ხელს.