რუსული ნახევრგამტარების მწარმოებელი კომპანიები ამერიკული სანქციების ქვეშ აღმოჩნდნენ, აკრძალული აქვთ ნებისმიერი ტრანზაქცია და მათი უცხოური აქტივებიც დაიბლოკა.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული კომპანიები Baikal Electronics, JSC MCST და JSC NPC Elvis აშშ-ის სანქციების ქვეშ მოექცნენ, შემდეგ კი იმ იურიდიულ პირთა სიაში მოხვდნენ, რომლებთანაც ნებისმიერი ტრანზაქციის განხორციელება აკრძალულია და მათი აქტივებიც დაიბლოკა.
„რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ უცხოელი მწარმოებლები, რომლებიც ნახევარგამტარებს რუსული კომპანიების ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებენ, შეკვეთებს არ ასრულებენ. ეს ეხება არა მხოლოდ ახალი პროდუქტების წარმოებას, არამედ უკვე წარმოებული ჩიპების გადაზიდვას,“ - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.
რუსი ოფიციალური პირის თქმით, ამის გამო საგრძნობლად შემცირდა რუსული ნახევრგამტარებისა და კომპიუტერული მოწყობილობების წარმოება. 2022 წელს მხოლოდ 15 000 პერსონალური კომპიუტერი და 8 000 სერვერი დამზადდა.
შადაევმა ასევე თქვა, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციას შეიძლება ჰყავდეს მეტი შიდა გადამამუშავებელი, მაგრამ თავად რუსეთში არ არის საკმარისი ინტელექტუალური და საწარმოო შესაძლებლობა და უცხოური საწარმოები დეფიციტს ვერ ფარავენ. მისი თქმით, ნახევარგამტარების უმეტესი ნაწილი უცხოურ ქარხნებში იწარმოებოდა, თუმცა მდგომარეობა კვლავ სავალალოა.