სააკაშვილის თქმით, საკვებდანამატი ექიმების თხოვნით მიიღო - სახალხო დამცველის მოადგილე

სააკაშვილის თქმით, საკვებდანამატი ექიმების თხოვნით მიიღო - სახალხო დამცველის მოადგილე

access_time2021-11-07 09:42:50

მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული, - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე. როგორც მან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განმარტა, მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი. მისივე თქმით, სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რაც მან რამდენიმე მილიგრამის სახით მიიღო, მას ექიმებმა სთხოვეს, როგორც მედიკამენტის ალტერნატიული საშუალება.

„მოხდა დაკავშირება ჩვენს ცხელ ხაზთან, ციხის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ პატიმარს ჰქონდა ჩვენი ნახვის სურვილი გარკვეული ინფორმაციის მოწოდებასთან დაკავშირებით, იგი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი რაც მიიღო, ექიმების თხოვნით მიიღო როგორც გარკვეული პრეპარატის შემცვლელი. ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების პროცედურა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თამთა დემურიშვილთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო მან რამდენიმე დღის წინ ამგვარი დანამატი, როგორც ალტერნატივა ერთ-ერთი პრეპარატის. ის ასევე საუბრობს, რომ შემოთავაზება უფრო მეტი იყო, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა, ესეც მცირე ულუფით და ერთეულ შემთხვევებში დათანხმდა. ჩვენ სამედიცინო ჩანაწერები რაც გადავამოწმეთ, ეს მართლაც დასტურდება, ერთეულ და მილიგრამ შემთხვევეზე იყო საუბარი ამ დანამატებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, 6 ნოემბერს, ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. გასაჯაროვდა პროდუქტების ამსახველი ფოტომასალაც, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up