სააკაშვილის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლა იგეგმებოდა - სუს-ის უფროსი

სააკაშვილის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლა იგეგმებოდა - სუს-ის უფროსი

access_time2021-10-30 17:27:37

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლა იგეგმებოდა, რის გამოც, უწყებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს „გრიფით საიდუმლოთი“ მიმართა, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები დაცული იყოს.

ლილუაშვილმა სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებულ გამოძიებას შეეხება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, საქმე გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმის მასალების გასაიდუმლოება კი გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე იმ ეტაპამდე მოხდება, სადამდეც ამის საჭიროებას გამოძიება დაინახავს.

„განცხადებაში მითითებული იყო, ბრიფინგზეც მივუთითეთ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 351-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას შეთქმულების გზით. რა თქმა უნდა, ინფორმაცია მოპოვებული იქნა კონკრეტულ პირთა ჯგუფის მიერ განზრახვის შესახებ, რაც ავტომატურად იწვევს გამოძიების დაწყებას, ეს ნორმალური პროცესია.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ეს საქმე დაწყებულია სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ეს არის უბრალოდ საქმეში გამავალი ერთ-ერთი აუდიოჩანაწერი, რომელიც აბსოლუტურად კანონიერად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა მოპოვებული და წარდგენილი საზოგადოებისათვის, რამაც თავისთავად, საპრევენციო ხასიათის როლი შეასრულა, ამით მოქალაქეებს, ვინც შეიძლებოდა ნებით თუ უნებლიედ, მომხვდარიყო ამ გაუგებრობაში, ინფორმაცია მივეცით განზრახვის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებას, დაპატიმრებული ადამიანის ტრანსპორტირებისას ხელის შეშლას, მათ შორის, არ გამოირიცხებოდა სისხლისღვრაც. სხვათა შორის, სხვადასხვა ინტერპრეტაციები მისცეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პირებმა ამ ჩანაწერებს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ჩანაწერის ფიგურანტმა პირებმა არ უარყვეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ველოდებით მათ დაკითხვას. მათ უარი განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოცხადებაზე, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ, თუმცა, უახლოესი საათების განმავლობაში, ისინი გამოიკითხებიან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. საუბრის შინაარსი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, თუმცა, ეს ვარაუდია, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გამოიკვეთება უფრო მეტი მტკიცებულება, უნდა გამოიკითხონ მოწმეები, ეს პირები და შემდეგ შეგვეძლება დადასტურებით ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ის ასევე განმარტავს, თუ რატომ დაემთხვა არჩევნების პერიოდს საქმის გამოძიების დაწყება.


„ჩვენ ველოდებით, რომ გამოძიების პროცესში, დაკითხვების, ჩხრეკის შედეგად, ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე გვექნება უფრო მეტი არგუმენტი იმისა, რომ ვამტკიცოთ თუ რომელი პირი შეიძლება გამოიკვეთოს აღნიშნულ საქმეში. ის გამოთქმული აზრი, რომ მაინც და მაინც არჩვენების წინა დღეს გამოაშკარავდა, ეს დაკავშირებული იყო საჯარო ეთერში გასულ იმ განცხადებებთან, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური პირები აანონსებდნენ დაკავებული პირის ცუდად გახდომას და შესაბამისად, მისი კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას, სწორედ ამ საუბრიდან გამომდინარე იქ საუბარია სწორედ ამ პროცესის ხელის შეშლაზე და ეს იყო აუცილებლად გასაკეთებელი. გარდა ამისა, ჩვენმა სამსახურმა წერილით, „გრიფით საიდუმლოთი“ არსებული საფრთხეების შესახებ იმავე დღეს მიმართა პენიტენციურ სამსახურს, რათა პატიმრის ეტაპირებისთვის, ტრანსპორტირებისთვის იყო განთვალისწინებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რათა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქროს“, - განაცხადა ლილუაშვილმა და დასზინა, რომ სქემა გაშიფვრის გარეშე,  დღეს საქართველოში უფრო დაძაბული პროცესები იქნებოდა. 

როგორც მან აღნიშნა, მომავალში საზოგადოებას საინტერესო ფაქტები და პროცესები ელოდება.

„ეს ეპიზოდიც, სავარაუდოდ, შევა დიდ სქემაში, რასაც ქვეყანაში არსეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობა ჰქვია. წინ აუცილებლად გვექნება საინტერესო ფაქტები, გველოდება საინტერესო პროცესები და ამას გაიგებთ იმის შესაბამისად, რა ინტენსივობითაც გაგრძელდება გამოძიება და რა ინტენსივობითაც მოხერხდება ამ საქმეებში გამავალი პირების გამოკითხვა“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, სუს-მა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში გაასაჯაროვა აუდიო მტკიცებულების ნაწილი, რომელიც, მათი ინფორმაციით, მოპოვებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე. უწყების ინფორმაციით, საუბარი მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ჩანაწერი 2 - საათიანია და დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს. სუს-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ბ. წერედიანი, ა. მილორავა და დაუდგენელი პირები ფიგურირებენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up