საახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს    პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

საახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

access_time2021-12-29 15:00:00

კახა კალაძემ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება.



„კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა, გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა.



გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




მისივე თქმით, საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება საახალწლო სოფელში - როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღში. კახა კალაძემ საახალწლო პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.



„14 იანვარს საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება. მინდა, მოგმართოთ, თბილად ჩაიცვით და აუცილებლად მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, დაგეგმილია სხვადასხვა თეატრალური, მუსიკალური წარმოდგენა და ღონისძიება. აქვე, მინდა, მეწარმეებს მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს კულტურა შემოიტანა. მე მახსოვს პირველი წელი, როდესაც ეს პირველად გავაკეთეთ, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა საზოგადოების ჩართულობა, თუმცა დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ დღეს გვქვს თბილისში ისეთი ადგილი, რომელსაც საახალწლო სოფელი ჰქვია, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქალაქსა და დედაქალაქშია. ეს არის სასიამოვნო გარემო დასვენებისა და განტვირთვისთვის. შეგიძლიათ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და გამოიყენოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.


ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up