საბა ბუაძე - მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა და ცუდი ხდება, როცა ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგება

საბა ბუაძე - მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვოიაჟებში დადიან, შვილებს სასწავლებლად უშვებენ, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა და ცუდი ხდება, როცა ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგება

access_time2021-11-18 13:30:00

ეს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც შექმნილია, აწყობს ხელისუფლებას და „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გადაიფაროს ბევრი სხვა ის კრიზისი, რომელიც მათი ხელით არის შექმნილი, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.


ამასთან, ბუაძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანოს.


"მე მგონი საქართველოში აღარ დარჩა არც ერთი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მედიკოსი, რომელმაც არ თქვა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი და სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში. გუშინ ვნახეთ, როგორ იწვალა პრეზიდენტმა, მაგრამ მაინც ირიბად მიანიშნა, რომ აუცილებელია საუკეთესო სამედიცინო პირობების შექმნა. აქედან გამომდინარე კობახიძის და ამ ადამიანების ძალიან ვიწრო ჯგუფის გარდა, რომლებიც არ არიან ამ სფეროს პროფესიონალები, აღარ დარჩა არავინ, რომ ამბობდეს საპირისპიროს. აქ საუბარი არის პოლიტიკურ ნებაზე, კობახიძისთვის მთავარი ექიმიც, მისი მთავარი მოძღვარიც, ფსიქოთერაპევტიც, ხელმძღვანელიც და მეგობარიც არის ივანიშვილი, შესაბამისად ის ელოდება არა რაიმე სამედიცინო კვალიფიციურ დასკვნას, არამედ ის ელოდება პირდაპირ ივანიშვილის მითითებას, რომელიც ამ პროცესში უშუალოდ არის ჩართული და ჩემი ვარაუდით ძალიან ზედმიწევნით აკონტროლებს სიტუაციას.


ეს პოლიტიკური ხანძარი, რომელიც შექმნილია, აწყობს ხელსუფლებას და „ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ გადაიფაროს ბევრი სხვა ის კრიზისი, რომელიც მათი ხელით არის შექმნილი. პირველ რიგში გადაიფაროს ის, რომ „ქართული ოცნების“ უსინდისობით, ამ ქვეყანაში 80 ადამიანი იღუპება, ამაყად დააბიჯებენ და გველაპარაკებიან იმაზე, რომ თურმე პანდემია კარგად არის მართული“ , - განაცხადა ბუაძემ.



საბა ბუაძემ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, სააკაშვილი არ მოგწონდეს, მაგრამ მისი თქმით, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია.


„მეც ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომელიც ძალიან ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდები სააკაშვილთან, პირველ რიგში წარსულზე, მაგრამ ის, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა იყოს დაცული, ამით სააკაშვილს კი არ ვეხმარებით, ამით საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დავაყენოთ ყველაზე მაღლა. ირაკლი კობახიძემ ფაქტობრივად დაგვიანონსა, რომ ამ ქვეყანაში დასავლური კურსი დასრულებულია თუ დასავლეთი გააგრძელებს ადამიანის უფლებების და ღირსების დაცვას. დასავლეთი დასავლეთი არ იქნება თუ ის არ გამოეხმაურება ასეთ მწვავე შემთხვევებს, ადამიანის უფლებების დარღვევას. როცა მხარდაჭერა სჭირდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და ოკუპაციის საკითხზე, როცა ფული და მილიარდობით ლარი სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი გაფუჭებული საქმე გამოასწორონ ამ ადამიანების ფულით, მაშინ კარგია დასავლეთი? მაშინ ხომ კარგია დასავლეთი, როცა ვიზიტებში და ვოიაჟებში დადიან, საკუთარ შვილებს სასწავლებლად რომ უშვებენ მაშინ ხომ უნდათ დასავლეთი, თმის შესაჭრელად რომ უნდათ მილანში წასვლა, მაშინ ხომ კარგია დასავლეთი. დასავლეთი ავტომატურად ხდება ცუდი, როდესაც ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგება“ , - განაცხადა ბუაძემ.


ipn.ge



თეგები:
საბა ბუაძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up