„საბამ” ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა

„საბამ” ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა

access_time2023-02-17 11:00:46

საქართველოში პირველად, „საბამ” wavetech-თან თანამშრომლობით, ციფრულ ბიბლიოთეკაში ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები დაამატა.


ამ ეტაპზე „საბას” ბიბლიოთეკაში ინოვაციური ტექნოლოგიით გახმოვანებული 20-მდე წიგნია ხელმისაწვდომი მკითხველებისთვის, მათ შორის, რამდენიმე უფასოა.


„ხმოვანი წიგნებით დაინტერესება გასული წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რაც ლოგიკურიც არის თანამედროვე ადამიანის გრაფიკისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. მკითხველის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ wavetech-თან თანამშრომლობა, რომელსაც AI ტექნოლოგიით გახმოვანების სწრაფი და საუკეთესო შესაძლებლობები აქვს. ახალი ტექნოლოგიის ინტეგრაცია დაგვეხმარება ხმოვანი წიგნების მოყვარულ მომხმარებლებს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ და ჩვენი ბიბლიოთეკა სხვადასხვა ჟანრის  წიგნებით შევავსოთ. ამჟამად აპლიკაციაში მხოლოდ 20-მდე წიგნი დავამატეთ სატესტო რეჟიმში და ველოდებით მკითხველების გამოხმაურებას,” - ირინა ჯავახაძე, „საბას” დირექტორი.



“wavetech-ის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სკალირებადი სისტემის შექმნა იყო, რადგან ადამიანური რესურსების სკალირება უზარმაზარ ფინანსურ და დროის რესურსებთანაა დაკავშირებული. ასეთი სერვისის არსებობის შემთხვევაში კი, მოთხოვნის/დატვირთვის ზრდის შესაბამისად სკალირება მარტივი ტექნიკური პრობლემაა. შესაბამისად, რადგან „საბას“, როგორც ბაზარზე ყველაზე დიდ ელ. მიგნების პლატფორმას, ათასობით წიგნი აქვს - ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს გახმოვანება რამდენიმე წელსა და უზარმაზარ ფინანსურ რესურსს საჭიროებდა. თუმცა, ჩვენი რეალისტური ხმოვანი აგენტებით „საბას” 20-მდე წიგნის გახმოვანება სულ რაღაც 20 წუთში შევძელით - როცა ადამიანური რესურსებით ამ ყოველივეს 4 თვეზე მეტი დაჭირდებოდა,” - სოფი ზამბახიძე, wavetech-ის დირექტორი.


AI-ით გახმოვანებული წიგნების გარდა, SABA Reader-ში  ტრადიციული მეთოდით გახმოვანებული 1000-მდე ხმოვანი წიგნია. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაერთი ფუნქცია, მათ შორის. აკონტროლონ ჩანაწერის სიჩქარე, გააქტიურონ ავტომობილის რეჟიმი და სხვა.


შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.


რაც შეეხება wavetech-ს, იგი Speech Processing კომპანიაა და მისი სერვისები ქართულ Text to Speech, Speech Recognition და Speaker Diarization პროდუქტებს მოიცავს. მათ სერვისებს უკვე 2 წელზე მეტია იყენებენ სხვადასხვა ადამიანური რესურსების ავტომატიზაციებისათვის, როგორიცაა: ხარისხის კონტროლი ქოლცენტრებში, ქოლცენტრების ავტომატიზაცია, პროფესიონალური გახმოვანება და ვოისოვერი, მედიამონიტორინგი და ა.შ.


თეგები:
საბამ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up