საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობით პუტინს შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა გამოუვიდეს

საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობით პუტინს შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა გამოუვიდეს

access_time2022-03-05 17:30:37

ვლადიმერ პუტინის ოცნება, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენას გულისხმობდა ნელ-ნელა ჩრდილო კორეად ტრანსფორმირდება. საერთაშორისო კომპანიები რუსეთს ერთი მეორის მიყოლებით ტოვებენ, კრიტიკული მედიის ნარჩენები უკვე დაიხურა. დაიბლოკა Facebook და Twitter. ხვალ თუ არა ზეგ Россия 24-ის ეთერით ექვს მეტრიანი მაგიდის თავში მჯდომმა „უშიშარმა მთავარსარდალმა“ თანამემამულეებს „ვაშინგტონის აღების“ შესახებ აცნობოს.

 

22 წელი პუტინი წაუგებელ თამაშს თამაშობდა. მიზანს საზარელი მეთოდებით, მაგრამ მაინც აღწევდა. მას სტალინსაც ადარებდნენ, როგორც ცივსისხლიან მკვლელს თუმცა პრაგმატულს. ბოლო პერიოდში სტალინი ნელ-ნელა ჰიტლერით ჩანაცვლდა, რომელიც 1945 წლის აპრილშიც კი უკვე განადგურებულ შენაერთებს გაურკვეველ ბრძანებებს აძლევდა. რუსეთის პრეზიდენტს უკვე უწოდეს პუტლერი გასული საუკუნის ორმა დიქტატორმა ცხოვრება სხვადასხვანაირად დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლოდომორი თავისი არსით, ისეთივე დიდი დანაშაული იყო კაცობრიობის წინაშე როგორც ჰოლოკოსტი დღეს აბსოლუტურ ბოროტებად მაინც უფრო ჰიტლერის რეჟიმი ითვლება. Facebook-მა შეიძლება დაბლოკოს ფოტო ნაცისტური სვასტიკის გამო, მაგრამ დაუშვას ნამგალი და ურო, ანალოგიურად იქცევა Ebay და სხვა ბევრი კომპანია.

 

გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სტალინის რეჟიმისთვის ნიუნბერგის პროცესი არავის მოუწყვია. პუტინი აფეთქებდა სახლებს, რათა შეჭრილიყო იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთში) და ტერიტორიით რუსეთის 0.1%-ის მქონე ტერიტორიის დამორჩილებით და მის მმართველად თავის მონის დასმით ეზეიმა. პუტინმა სკოლა აიღო შტურმით და ტერორისტებთან მებრძოლის იმიჯი გაიმყარა, პუტინი შემოიჭრა საქართველოსი, ქვეყანაში რომლის მოსახლეობაც მოსკოვის მეტროს დღიურ მგზავრთნაკადზე 2.5-ჯერ ნაკლებია. პუტინმა ისარგებლა არეულობით და უკრაინას ჯერ ყირიმი, შემდეგ კი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილი წაართვა.



პუტინის გამარჯვებებს აქამდე მოწინააღმდეგის სისუსტე, ტერიტორიული და რიცხობრივი სიმცირე განაპირობებდა, ახლა კი პირველად რეალურ წინააღმდეგობას გადააწყდა. 96 საათში ასაღები კიევში 240 საათის შემდეგაც უკრაინის დროშა ფრიალებს. ჯარს მთელი მოსახლეობა ეხმარება, იარაღი ქალებმაც აიღეს. „უძლეველ არმიას“ ტანკს და ჭურვებს ბოშები პარავენ. საღვარგარეთის ქვეყნებმა დამოკიდებულება შეიცვალეს და რუსეთს დაგვიანებით, მაგრამ რეალური სანქციები დაუკისრეს.

 

პუტინი იკავებს ატომურ ელექტროსადგურებს, დრო და დრო ბირთვული დარტყმებითაც იმუქრება. სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტების გაშვების ალბათობა უკიდურესად დაბალია, რადგან ამ შემთხვევაში საპასუხო ცეცხლით თავად რუსეთი აღიგვება პირისაგან მიწისა, თუმცა შედარებით მცირე სიმძლავრის ტაქტიკური ატომური ბომბის აფეთქების საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რაც მილიარდობით ადამიანის სიკვდილს ვერა, მაგრამ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის მყისიერ დაღუპვას ნამდვილად გამოიწვევს და შემდეგ კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა დაავადებით დაიღუპება.

 

ნაცისტური გერმანიისგან განსხვავებით პუტინის რუსეთი ბირთვული ქვეყანაა და თუ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყო ალყაშემორტყმულ მოსკოვის ბუნკერში პუტინი თავს არ მოიკლავს, ეს საქმე შეიძლება მისი გარემოცვიდან სხვამ ითავოს. თუმცა დღევანდელი ტენდენციით ჩრდილო კორეული სცენარი უფრო რეალური ჩანს.


 

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოს ყველაზე დახურული სახელმწიფოა. კიმ ჩენ ინმა 2 წლის წინ კოვიდი პირველმა დაამარცხა ჩინეთიდან ჩასული და კარანტინიდან გაქცეულები დახვრიტა. ზუსტ სტატისტიკაზე ხელი არავის მიუწვდება, მაგრამ CIA-ს ცნობით შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე სამხრეთ კორეასთან შედარებით დაახლოებით 25-ჯერ ნაკლებია. გამოსაკვებად ხალხი ბალახს ჭამს. წელთაღრიცხვა კიმ ჩენ ინის პაპის კიმ ირ სენის დაბადების თარიღით იწყება. მისი შვილისა და კიმ ჩენ ინის მამის გარდაცვალების წლისთავზე სიცილი იკრძალება. სამხრეთ კორეული ფილმის ნახვა დახვრეტით ისჯება. ჩინეთთან საზღვრები ღიაა, მაგრამ თუ იქიდან ვიღაც გაიქცა მისი ოჯახის სამ თაობას ცხოვრების ბოლომდე საკონცენტრაციო ბანაკში უწევს ცხოვრება. ჩრდილოეთ კორეა ერთადერთი სახელმწიფოა რომელმაც მუნდიალი მასში მონაწილეობის გარეშე „მოიგო“ და რომელმაც მზეზე ღამით ასტრონავტები „გადასვა.“

 

როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი რუსეთში? რუსეთში დიქტატურაა, მაგრამ არა ასეთი. ეს ჯერჯერობით. ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეაში ეთნიკურად და გენეტიკურად აბსოლუტურად ერთი და იგივე ხალხი ცხოვრობს. განვითარების დონეში კოსმოსური მასშტაბის სხვაობას მმართველობა განაპირობებს.

 

კონტროლირებადი მედია, ომის დღეებში ტოტალურად კონტროლირებადად გადაიქცა. რუსულ არმიაზე „ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ კრიმინალიზებული გახდა, სასჯელი 15 წელი ციხე. რა არის ცრუ ინფორმაცია ამას კრემლში განსაზღვრავენ.

 

ისტორიიდან შეიძლება ვენესუელა და ირანი გავიხსენოთ, მაგრამ იმ მასშტაბის კაპიტალის გადინება რაც დღეს რუსეთიდან ხდება, აქამდე პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. რუსეთი დატოვა ყველა ცნობილმა ავტომწარმოებელმა და ტექნოლოგიურმა კომპანიამ, ტანსაცმლისა და ავეჯის მწარმოებლებმა, გადამზიდავებმა. ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და კანადამ რუსეთს ცა ჩაუკეტა. ევროკავშირმა ევროს მიწოდება შეუწყვიტა. საკუთარ მოქალაქეებს დამატებითი სანქციები თავად ვლადიმერ ვლადიმერის ძემ დაუწესა, ქვეყნიდან $10 000-ზე მეტის გატანა აკრძალა, 50%-ით გაძვირებულ დოლარს 30% საკომისიო დაამატა, დაბლოკა Facebook და Twitter, ემუქრება Youtube-სა და Wikipedia-ს.

 

ერთ სულ მოსახლეზე დათვლით, როგორც ნომინალური ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტით (PPP) დათვლით რუსეთი ჩამორჩება ბალტიის სამივე სახელმწიფოს, მაგრამ უსწრებს ყველა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. მათ შორის საქართველოს მსყიდველუნარიანობით 2-ჯერ. თუ სანქციები არ მოიხსნა და ის უფრო გაძლიერდა, შეეხო ენერგეტიკულ სფეროსაც, არსებული ბალანსი დაირღვევა. საკრედიტო რეიტინგით რუსეთი უკვე ჩამორჩა საქართველოს.

 

ეკონომიკური ვარდნა სიღარიბის დონეს ავტომატურად გაზრდის. უკმაყოფილების ჩასახშობად დიქტატურის ტირანიაში გადასვლა ნაცადი მეთოდია.

 

პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, მან ასევე რამდენჯერმე ლენინიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ რესპუბლიკებს ფორმალურად გასვლის უფლება დაუტოვა, რითაც სტალინისადმი თაყვანისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 100 წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირი იქმნებოდა ორი მოსაზრება არსებობდა, სტალინი დაპყრობილი რესპუბლიკების ავტონომიის სახით რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ემხრობოდა, თუმცა ბოლოს მაინც ლენინის სურვილმა გაიმარჯვა და ფორმალურად, მაგრამ მაინც ქვეყნები საბჭოთა კავშირში რესპუბლიკის სტატუსით გაწევრიანდნენ. გამოდის, რომ პუტინისთვის იდეალი უფრო რუსეთის იმპერიაა, ვიდრე სსრკ, მაგრამ რუსეთის საბჭოთა იმპერიასავით ძლიერი არ ყოფილა და დაშლამდე 12 წლით ადრე პატარა იაპონიასთან სამარცხვინო მარცხი იგემა.

 

იყო დრო, როცა ხმელთაშუა ზღვისპირეთი რომიდან იმართებოდა, იყო დრო როცა სპარსეთი მაკედონელს ემორჩილებოდა, იყო დრო როცა კოლონიებს ნიდერლანდები და ბელგიაც ფლობდნენ. ვლადიმერ,  ვლადიმერის ძეს ისტორიის გახსენება შელამაზებული ან სრულად გაყალბებული ისტორიის გახსენება ძალიან უყვარს, ოღონდ მხოლოდ XIX-XX საუკუნეების, მაგრამ არა ძველი წელთაღრიცხვის ეპოქის, არც ახალი წელთაღრიცხვის V ან VIII საუკუნეების, რადგან ამ დროს რუსეთი უბრალოდ არ არსებობდა.

 

დღეს უკვე შეუძლებელია რომის იმპერიის აღდგენა და ასევე შეუძლებელია რუსეთის იმპერიის აღდგენა. მოსკოვმა გავლენის სფერო შეიძლება გაავრცელოს მინსკში, მაგრამ არა კიევში. დღეს მსოფლიო ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ბერვად უფრო გლობალურია ვიდრე 100 ან 50 წლის წინ, შესაბამისად იზოლაცია ბევრად უფრო დიდ პრობლემებს წარმოშობს ვიდრე 100 ან 50 წლის წინ და ამის საუკეთესო მაგალითი ჩრდილოეთ კორეაა.

 

 გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up