საჯარო მოხელეებს პრემიერმა 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო და ქვეყანა 320 მლნ ლარით აზარალა - თაზო დათუნაშვილი

საჯარო მოხელეებს პრემიერმა 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო და ქვეყანა 320 მლნ ლარით აზარალა - თაზო დათუნაშვილი

access_time2023-01-13 16:00:02

საქართველო, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით წელიწადში 15 დასვენების დღით (მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელარუსშიც კი 9), აცხადებს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი. მისი განცხადებით, პრემიერის დადგენილება, საახალწლოდ დამატებით უქმე დღეების გამოცხადებით, საქართველოს ბიუჯეტიდან დღეში 80 მილიონი ლარი გაიფლანგა.



„ძველით” ახალი წელიც დგება და ამ უსაშველო კალენდარულმა გაუგებრობამ გამახსენა, რომ ამ “ახალწლებზე” ჩვენმა პრემიერად წოდებულმა, აგრესორი „მოძმე“ პუტინივით, 3-დან 6 იანვრის ჩათვლით, საათივით აწყობილ საჯარო სექტორს “დამსახურებული” 7-დღიანი არდადეგები გამოუცხო, რითაც ქვეყანა 320 მილიონი ლარით აზარალა.



გორის მერის კარგად გამოძინებული სახე იქით იყოს და რატომ გამახსენდა ეს ამბავი? ახალი წლის დღეებში ბევრ ჩვენგანთან ხან შუქი ჩაქრა რამდენიმე საათით, ხან წყალი წავიდა მთელი დღით... ბევრს ნებართვა დასჭირდა მუნიციპალიტეტში და ვერ აიღო... ბევრს იუსტიციის სახლში ამონაწერის მიღება გადაუვადდა და ზოგმა უბრალოდ ვერ იქორწინა :) კიდევ რამდენი რამ ვერ შევძელით, რადგან საჯარო მოხელეებმა “გადააბეს”, ჩვენსავით კი არა, 3 იანვარს 9 საათიდან საქმეს რომ დავუბრუნდით, არამედ რომელიმე მილიციელი ვოვასავით სარანსკში, პუტინმა რომ “დამსახურებულად” დაასვენა.




საჯარო მოხელეებს არაფერს ვერჩი, ისეც ბიუროკრატები არიან და ასეც. აქ პრობლემა სხვაგანაა. საქართველო, სლოვაკეთთან ერთად, ევროპაში პირველ ადგილზეა უქმე დღეების რაოდენობით (ამ დამატებითი 4 დღის გარეშე) წელიწადში 15 დასვენების დღით. მაგალითად, ნიდერლანდებში 7 დღეა, ბელარუსშიც კი 9 დღეა!!! ანუ, ევროპაში ყველაზე მეტი დღე “ოფიციალურად ვისვენებთ”, ისევ არ ვთვლი გორის მერის უხელფასო შვებულებები“, - აცხადებს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი.



თაზო დათუნაშვილის განმარტებით, პრემიერის დადგენილებაში, პროვინციელი რაიკომის მდივნისთვის დამახასიათებელი მკაცრი ტონით კი ეწერა, სახელმწიფო შესყიდვებს არ ეხებათო, მაგრამ ამ დღეებში გზებზე დაყრილი მარილის რაოდენობამ გვაჩვენა, რომ თურმე ეხებათ და საკმარისი მარილი არ ჰქონდათ.



„მარილიც იქით იყოს და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სექტორის დასვენებასა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს შორის პირდაპირი ბმა არ არსებობს, ეკონომისტების სხვადასხვა დათვლებით, საქართველოს ეკონომიკას ერთი უქმე დღე დაახლოებით 80 მილიონი ლარის ზარალად უჯდება. “ორნიშნა” ზრდის პირობებში დამატებით, ერთი დადგენილებით, 320 მილიონი ლარი რა ფულია, ამაზე რომ ვიწუწუნოთ და აღვშფოთდეთ, მაგრამ მაინც…



ასე რომ, ამიერიდან გახსოვდეთ, თქვენი მერიაში მომუშავე მეზობელი 3 იანვარს სამსახურში მიმავალს, სახლის ფანჯრიდან ხალათში გამოწყობილი, დინჯად რომ გაყოლებთ თვალს, აი მაგ საშინელ განცდას ისიც ემატება, რომ ეგ ამბავი დღეში 80 მილიონი ლარი ჯდება !!!“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up