„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები და დეკლარირების დროს გამოვლენილი დარღვევები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები და დეკლარირების დროს გამოვლენილი დარღვევები

access_time2022-05-05 12:18:14

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" დღეს, 5 მაისს გამოაქვეყნა ახალი კვლევა თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებზე. „კომერსანტი“ დოკუმენტს სრულად გთავაზობთ:

 

„საქართველოში თანამდებობის პირებისთვის არსებობს კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები, რათა მათ საკუთარი პირადი ინტერესები არ დააყენონ სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესებზე მაღლა.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეისწავლა თბილისის VII მოწვევის საკრებულოს 50-ვე წევრის, მათ შორის 29 თანამდებობის პირის ბიზნეს ინტერესები, სამეწარმეო საქმიანობა და პოლიტიკური შემოწირულებები და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა:

 

საკრებულოს 8 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე,  შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, ლევან აბაშიძე, თორნიკე ბიკაშვილი, ოთარ გრიგოლია, გივი ჩხარტიშვილი, გიორგი შარაშიძე.

 

8 თანამდებობის პირმა, კერძო კომპანიაში საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, ლევან ჯაფარიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბიკაშვილი, სოფიო ჯაფარიძე, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

 

5 თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, შალვა ოგბაიძე, თორნიკე ბიკაშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

 

4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში მისი ან ოჯახის წევრის ეკონომიკურად აქტიური კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალზე 0 ლარი მიუთითა, რაც, შესაძლოა, შემოსავლების არასრულად დეკლარირებაზე მიუთითებდეს. ესენი არიან: გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ლევან არველაძე, გიორგი შარაშიძე.

 

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევა, კერძოდ:

 

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" 29 დეპუტატიდან 16-მა, ერთ დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) შესწირა საეჭვოდ იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" – თანხის ჯამურმა ოდენობამ 115,000 ლარი შეადგინა.


 

13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა დეპუტატმა - ავთანდილ ცინცაძემ, ალექსანდრე ხუჯაძემ, აკაკი ალადაშვილმა, ირაკლი ხელაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ - ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა ქართული ოცნების ანგარიშზე.

 

 

მიგვაჩნია, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას.

 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ "სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წელს  შეისწავლა ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" შემომწირველი ფიზიკური პირების ფინანსები. შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა".

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებასთან დაკავშირებული დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 

თბილისის საკრებულოს წევრთა და მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა შემდეგნაირად გამოიყურება:

 

საკრებულოს 50 წევრიდან 23 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან, საიდანაც 12 – თანამდებობის პირია. ამ 12 დეპუტატიდან 2021 წელს აქტიური სტატუსის მქონე ბიზნესი 2-ს ჰქონდა (ლევან არველაძე – „ქართული ოცნება", გიორგი შარაშიძე – „საქართველოსთვის").

 

11 არათანამდებობის პირია დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობასთან, საიდანაც 5 პირის კომპანია იყო ეკონომიკურად აქტიური ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

 

საკრებულოს 50 წევრიდან 35-მა დროის სხვადასხვა პერიოდში შესწირა თანხა საკუთარ პოლიტიკურ პარტიას. 8 წევრმა შესწირა 323,286 ლარი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", 23-მა – 237,242 ლარი „ქართულ ოცნებას", 2-მა – 65,000 ლარი „ლელოს",  ერთმა წევრმა – 12,085 ლარი პარტიას „საქართველოსთვის", ერთმა წევრმა კი – 8,100 ლარი პარტიას „ხალხისთვის".

 

თბილისის საკრებულოს 6 წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია; მათგან მხოლოდ 1 წევრია თანამდებობის პირი (გიორგი შარაშიძე). ყველაზე მეტი ხელშეკრულება, სხვადასხვა დროს, შემდეგ დეპუტატებთან დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა:

 

 

„ქართული ოცნების" დეპუტატ აკაკი ალადაშვილთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანია შპს ტრანსპორტერს, 2016-2021 წლებში, სახელმწიფო შესყიდვებში 4,141,182 ლარი აქვს მიღებული – 2,832,990 ლარი 62 ტენდერის და 1,308,192 ლარი 72 გამარტივებულ შესყიდვის შედეგად.

 

ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაშიძესთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ 8 კომპანიასთან, 2011-2022 წლებში, გაფორმებულია 96 გამარტივებულ შესყიდვის კონტრაქტი (522 060 ლარი). ამ კომპანიებმა ასევე მოიგეს 39 ტენდერი (946 221 ლარი).

 

რეკომენდაციები:

 

არააქტიურ კომპანიებზე არსებული გამონაკლისის მოხსნა – დღეის მდგომარეობით, 6 წლის არააქტიური კომპანიების დეკლარაციაში მიუთითებლობა არ ითვლება დარღვევად. მნიშვნელოვანია, რომ არააქტიურ კომპანიებთან დაკავშირებული ეს გამონაკლისი გაუქმდეს და დეკლარაციაში მიეთითოს ყველა ის კომპანია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონკრეტული თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სახელთან არის დაკავშირებული, აქტიურობის სტატუსის მიუხედავად.

 

ინტერესების დეკლარირების ვალდებულება საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის – საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კომერციულ ინტერესს ატარებს თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში მის მიერ არჩეული თითოეული ადამიანი, მიუხედავად მისი თანამდებობრივი სტატუსისა. ამისთვის შესაძლებელია საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრებისთვის ქონებრივი დეკლარაციების გამარტივებული ფორმის შემოღება, სადაც ყურადღება მათ და მათი ოჯახის წევრთა ეკონომიკურ ინტერესებზე (და ნაკლებად ფინანსურ მდგომარეობაზე) იქნება გამახვილებული (კავშირებზე კერძო სექტორის კომპანიებთან), რაც ადგილობრივ თვითმმართველობაში ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციას შეუწყობს ხელს.

 

დასადეკლარირებელი ოჯახის წევრების წრის გაფართოება – კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ აუცილებელია ოჯახის წევრების (მშობლები, და-ძმა და სრულწლოვანი შვილები) და მათი ინტერესების დეკლარირებაც. ამ საჭიროების საილუსტრაციოდ გიორგი ახვლედიანი შეიძლება მოვიყვანოთ, რომლის ვაჟი – სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული ლევან ახვლედიანი, არ მოხვდა დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი მამასთან ერთად, ერთ მისამართზეა რეგისტრირებული“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up