საგარეო უწყების საქმიანობის  მნიშვნელოვანი პრიორიტეტია  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა - ილია დარჩიაშვილი

საგარეო უწყების საქმიანობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა - ილია დარჩიაშვილი

access_time2023-01-23 16:00:11

2023 წლის 23 იანვარს, საგარეო საქმეთა სამინისტროში  საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონია გაიმართა.

 

მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მიმართა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და  ყურადღება გაამახვილა როგორც  სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც  სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა  როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

მინდა, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე იყოს მორგებული და თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში საქართველოს მთავრობის და საგარეო უწყების მხრიდან მხარდაჭერა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად იზრუნოთ საქართველოს  მოქალაქეების კეთილდღეობაზე -  აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა  კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად.

 

ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა  საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე. კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლ-ცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე.


ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის  გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია. განახლებული ვებ-გვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას. ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ. გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები; ვებ-გვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს  წარუდგინეს ვებ-გვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.

 

ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპატიო კონსულის ინსტიტუტსა და მის მნიშვნელობაზე  როგორც ქვეყნის იმიჯის განმტკიცების, ისე მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. საქართველოს მსოფლიოს 65 ქვეყანაში უკვე 87 საპატიო კონსული ჰყავს.

 

საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც 23-27 იანვარს იმართება,  მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ცირკულარულ შრომით მიგრაციას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ, კოვიდ პანდემიის დაწყების შემდგომ, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად იმართება.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up