საია - გენერალური პროკურორის დანიშვნის ახალ წესზე უარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაშვებული შესაძლებლობაა

საია - გენერალური პროკურორის დანიშვნის ახალ წესზე უარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაშვებული შესაძლებლობაა

access_time2021-09-08 15:50:00

გენერალური პროკურორის დანიშვნის ახალ წესზე უარი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაშვებული შესაძლებლობაა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენპროკურორის დანიშვნის ახალ წესზე უარის თქმა კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია.


„პარლამენტმა 126 ხმით, პირველი მოსმენით, მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი. ცვლილებებს მიღმა დარჩა ჩანაწერი, რომელიც გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით - პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით არჩევას ითვალისწინებდა. გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციის შედეგად 19 აპრილს ხელიუსფლებსა და ოპოზიციას შორის გაფორმდა და რომელიც ცოტა ხნის წინ მმართველმა გუნდმა ცალმხრივად გამოაცხადა ანულირებულად.


საია მხარს უჭერდა გენერალური პროკურორის არჩევისთვის საჭირო მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობით შეცვლას. ეს მნიშვნელოვნად გაზრდიდა შანსს, თანამდებობაზე დანიშნულიყო პირი, რომელიც ფართო პოლიტიკური კონსესუსით, ისევე როგორც, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით ისარგებლებდა. ქვეყნის კონსტიტუციაში ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის გაზიარებაზე ორიენტირებული ახალი პროცედურა გაჩნდებოდა. სამწუხაროდ მმართველმა გუნდმა უარი თქვა ამ ცვლილებაზე, რაც მართლმსაჯულების სისტემაზე პოლიტიკურ კონტროლს შენარჩუნების სურვილით არის ნაკარნახევი.



უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის კრიტიკის ფონზე წარმართვის შემდეგ ეს კიდევ ერთი უკანგადადგმული ნაბიჯია, რაც ჩვენს ქვეყანას აშორებს მართლმსაჯულების ძირეულ რეფორმის მიზანს, ინარჩუნებს ნულოვანი ჯამის თამაშის წესებს და აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.



ipn.ge




თეგები:
საია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up