საია - როგორც პირველი ტურის ბოლო 1 კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით, დაძაბულობით გამოირჩეოდა - იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული

საია - როგორც პირველი ტურის ბოლო 1 კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით, დაძაბულობით გამოირჩეოდა - იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული

access_time2021-10-28 12:30:14

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა აღნიშნა, ანგარიში მოიცავს 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს.

„როგორც პირველი ტურის ბოლო ერთი კვირა, ასევე მეორე ტურის პერიოდი 24 ოქტომბრის ჩათვლით დაძაბულობით გამოირჩეოდა და დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა. ჩვენ ვხედავდით იმას, რომ იყო ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული. ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმართებით ძალადობის ფაქტები იყო. ასეთი ფაქტები ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ როგორც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს", „საქართველოსთვის", ასევე, გვქონდა ორი შემთხვევა, როცა ამ ძალადობრივ ქმედებებს ადგილი ჰქონდა "ქართული ოცნების" კანდიდატის და მათი კოორდინატორის მისამართით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამისმა საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყონ გამოძიება.

ვნახეთ, იყო ტენდენცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირევითაც. იყო სხვადასხვა ბანერების, პლაკატების დაზიანების ფაქტები.


ჩვენი დაკვირვების ქვეშ მოექცა 14 ოქტომბრის აქციაც, როცა თბილისისკენ მოემართებოდნენ კოლონები და მათ ე.წ. ცოცხების კორიდორი მოეწყვეს. ვნახეთ, შეკრებილი პირები თბილისისკენ მომავალ ადამიანებს აგინებდნენ, შეურაცხმყოფელ ფრაზებს გამოთქვამდნენ და ჩვენი შეფასებით ეს არის წვრილმანი ხულიგნობა. იქ მობილიზებული იყო პოლიზიცია და მათ შეეძლოთ შეედგინათ სამართალდარღვევის ოქმი.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია „ალმამ", რომელიც თბილისში რეკლამის განთავსებაზეა ავტორიზებული პირი, უარი უთხრა „ევროპულ საქართველოს" რეკლამის განთავსებაზე, მაშინ როცა ე.წ. სისხლიანი ბანერი იყო გაკრული. ასეთი უარი დისკრიმინაციული მიდგომა იყო.

ასევე, დავაიდენტიფიცირეთ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, პირადობის მოწმობის წართმევის ფაქტი ზუგდიდში. ვფიქრობ, რომ აუცილებლია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს რეაგირება", - განაცხადა სვიმონიშვილმა.


Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up