დღეს, 20 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს.