სალომე სამადაშვილი: ჩვენი პირველი ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში უკავშირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს

სალომე სამადაშვილი: ჩვენი პირველი ჩართულობა პარლამენტის საქმიანობაში უკავშირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს

access_time2021-04-20 20:39:42

ოპოზიციის მუშაობა მხოლოდ ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში დაიწყება. კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ოპოზიციას სრული შემადგენლობით შეგვიძლია, ყველა დანარჩენ საკითხზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სურს, მას შემდეგ, რაც მიღებული კანონის საფუძველზე, ნიკა მელია გათავისუფლდება, პარლამენტში სხვა ოპოზიციონერებიც, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იხილოს.

„პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის წინაპირობა იმისთვის, რომ შევძლოთ შეთანხმების სრულფასოვნად შესრულება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, უახლოეს დღეებში, გიორგი რურუასთან დაკავშირებით, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. რაც შეეხება ნიკა მელიას საკითხს: ჩვენ კიდევ ერთხელ ავუხსენით პრეზიდენტ მიშელს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოიძებნოს გზა მის გასათავისუფლებლად, რომელიც არ უკავშირდება გირაოს გადახდას. დღეს არც იურიდიულად არსებობს გირაო და არც ბატონი მელიას სურვილი ეს არაა. თუ ხელისუფლება, უახლოეს დღეებში, არ გამოიყენებს რაიმე მექანიზმებს მის გასათავისუფლებლად, შეთანხმების თანახმად, ერთ კვირაში, შემდეგ ორშაბათს პარლამენტის ბიუროზე უნდა დარეგისტრირდეს ამნისტიის კანონი. ოპოზიციის მუშაობა მხოლოდ ამ ამნისტიის კანონთან მიმართებაში დაიწყება. კანონის მიღების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კი, შევალთ იმ ფაზაში, როდესაც ოპოზიციას სრული შემადგენლობით შეგვიძლია, ყველა დანარჩენ საკითხზეც დავიწყოთ მუშაობა. იმედი მაქვს, რომ ამაში, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ბევრი სხვა ოპოზიციონერი დეპუტატიც შემოგვიერთდება, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების რეაქციას, რომელიც ორბელიანების სასახლეში მის მისვლასა და შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერას მოჰყვა.


„მე, ზოგადად, ბულინგზე ყოველთვის მკაცრად ვსაუბრობ, თუნდაც ის ოპონენტს ეხებოდეს. ალბათ გახსოვთ ჩემი განცხადებები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გენდერული ნიშნით შერჩევითი ბულინგის მსხვერპლი იყო. მიმაჩნია, რომ ეს შეურაცხყოფს საზოგადოებრივ სივრცესა და საჯარო დისკუსიას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საზოგადოებრივმა აქტიურმა მოთამაშემ ბულინგთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსიროს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შარლ მიშელი დღეს უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილის სახელით, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up