სალომე სამადაშვილი - მმართველ გუნდში ერთმანეთს დაერია პოლიტიკური შემადგენლობა, დაპირისპირება ცხადია - პროცესი დასრულდება ხელისუფლების ჩამოშლით

სალომე სამადაშვილი - მმართველ გუნდში ერთმანეთს დაერია პოლიტიკური შემადგენლობა, დაპირისპირება ცხადია - პროცესი დასრულდება ხელისუფლების ჩამოშლით

access_time2021-12-09 22:14:27

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან ბუნებრივ პროცესს, რომელიც დასრულდება ხელისუფლების ჩამოშლით საბოლოო ჯამში. „ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია დაემსგავსა მითიურ არსებას, რომელიც საკუთარ ხორცს ჭამს და ამით იკვებება და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება , - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ეკატერინე ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

მისი თქმით, მმართველ გუნდში დაპირისპირებაა და „ერთმანეთს დაერია პოლიტიკური შემადგენლობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილის სახელით“.

„მიხეილ სააკაშვილის თემამ რეალურად გადაიტანა პოლიტიკური დღის წესრიგი სხვა საკითხებზე, მაგრამ რეალურად, რომ შევხედოთ რა ვითარებაშია დღეს ქვეყანა, ჩვენ მსოფლიოში ყველაზე უარესი მაჩვენებელი გვაქვს. პანდემიის გავრცელებით მეოთხე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ხოლო რაც შეეხება სიკვდილიანობას, ვართ მეოთხე ადგილზე. ასევე, ინფლაციას ისტორიული რეკორდი აქვს მოხსნილი. ჩვენ ვართ ვითარებაში, როდესაც ფიზიკურად დაუცველი ვართ ვირუსის წინაშე, ეკონომიკურად განადგურებულია ჩვენი პერსპექტივები და ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

პოლიტიკურ კონტექსტს ვხედავთ, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში, სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დევნა, დასავლეთი უფრო და უფრო ღიად და აშკარად აკრიტიკებს ხელისუფლებას და ძალიან მკვეთრი კრიტიკა გვესმის.

მმართველ გუნდში დაიწყო ის პროცესი, რაც ძალიან ბუნებრივად მოხდებოდა, ერთმანეთს დაერია პოლიტიკური შემადგენლობა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილის სახელით. ცხადია დაპირისპირება. ამ ხალხისგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი, ეს არის ის ხალხი, რომელიც ერთი წლის წინ გვიმტკიცებდა, რომ გახარიაზე უკეთესი კრიზისმენეჯერი მსოფლიოში არ არსებობს და დღეს რას არ აბრალებენ ყოფილ თანაგუნდელს. შიდა დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირების შემდეგ ძალიან მწვავე გაგრძელება გვინახავს”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი არ იდგეს, ხოლო თუკი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, „ოცნება“ ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში წააგებს.


“„ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ დააბნიოს ადამიანები, კიდევ ერთხელ ცდილობს მოატყუოს, საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება. უკან აპირებს დაიხიოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისგან და ამბობს, რომ ოპოზიციამ გასცეს პირობა, რომ არ მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს. ოპოზიცია კი არ ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელ არჩევნებს და იმას, რომ ეს ხელისუფლება ვერ მართავს ქვეყანას ჩვენ გვაჩვენებს ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ერთადერთხელ მივაღწიეთ რაღაცას ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, როცა დაიდო ისეთი შედეგი, რომელსაც მხარს უჭერს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც და ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისი ფანჯრიდან გადაგდება „ოცნების მხრიდან, ეს იქნება დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე.

დღევანდელი მოცემულობით, „ოცნება“ ისე სწრაფად მიემართება ფსკერისკენ, რომ რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, ის ვერ მოიგებს, ეს გვაჩვენა ადგილობრივმა არჩევნებმაც. რაც შეეხება მოხსნას დღის წესრიგიდან ვადამდელი არჩევნების, ეს არის თავისი შინაარსით აბსურდული მოთხოვნა, ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვადამდელი არჩევნები ყოველთვის დგას დღის წესრიგში. როდესაც ხელისუფლება არის იმისთვის საკმარისად სუსტი, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები და ოპოზიცია საკმარისად ძლიერი და ვითარება ამას მოითხოვს, ვადამდელი არჩევნები ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაინიშნოს. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ მოხსნას ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგიდან”, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up