სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ყველას გვახსოვს თქვენი სახეები არჩევნების ღამეს და გვახსოვს, რომ ის დღე, დღესასწაულს ნამდვილად არ ჰგავდა - მგონი, ვერ მიხვდით, თქვენს თავს რა დატრიალდა

სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ყველას გვახსოვს თქვენი სახეები არჩევნების ღამეს და გვახსოვს, რომ ის დღე, დღესასწაულს ნამდვილად არ ჰგავდა - მგონი, ვერ მიხვდით, თქვენს თავს რა დატრიალდა

access_time2021-10-05 14:50:00

აწყობილი, ზეიმისთვის მომზადებული და შემდეგ დაშლილი სცენა გამარჯვებას როდის აქეთ ნიშნავს, არ ვიცი. მგონი, ყველას გვახსოვს თქვენი სახეები არჩევნების ღამეს და მგონი, ყველას გვახსოვს, რომ ის დღე, დღესასწაულს ნამდვილად არ ჰგავდა - მგონი, ვერ მიხვდით, თქვენს თავს რა დატრიალდა, - ასე მიმართა ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


როგორც სამადაშვილმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ასეთი მძიმე შეფასებები წინა არჩევნებზე არ ყოფილა“. ამასთან, სალომე სამადაშვილი მოითხოვს, რომ პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარე მიიწვიონ.


„კალანდარიშვილთან დაკავშირებით იყო საუბარი - ვის უნდა გადავუხადოთ მადლობა?! მადლობას ვერავის გადავუხდით. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ასეთი მძიმე შეფასებები წინა არჩევნებზეც არ მოგვისმენია და მიმაჩნია, რომ ერთადერთი, რაც შეიძლება დღეს გავაკეთოთ არის ის, რომ პარლამენტის შესაბამის კომიტეტზე სასწრაფოდ მოვიწვიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და მოვისმინოთ ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელსაც შესაბამისი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დღესაც აფიქსირებენ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ იურიდიულმა კომიტეტმა ეს ადამიანი მოიწვიოს პარლამენტში და საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცეს, სრულად გაერკვეს, რა მოხდა ამ არჩევნებზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.



სამადაშვილი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას, სადაც ის „ბიძინაობაზე“ საუბრობს. სამადაშვილი ამ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.


„მინდა გამოვეხმაურო თქვენი პრემიერ-მინისტრის სამარცხვინო განცხადებას, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება „ბიძინაობას“ მიუძღვნა. ეს განსაკუთრებით მიკვირს იმ პრემიერისგან, რომელიც მუდმივად გვესაუბრება იმაზე, რაოდენ თავგამოდებული მართლმადიდებელი ქრისტიანია. ბატონებო, ვისაც კერპად გაგიხდიათ ბიძინა ივანიშვილი, შეგახსენებთ, 10 მცნებიდან მეორე მცნებას - კერპთაყვანისმცემლობას რაც შეეხება. სამარცხვინო ხალხი ხართ ყველა, ვინც ამ სამარცხვინო კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობთ, რასაც არანაირი საერთო არ აქვს არც თანამედროვე ქვეყანასთან, არც დემოკრატიასთან, არც სამართალთან და მართლმსაჯულებასთან“,- განაცხადა სამადაშვილმა.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up